საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: კორფუზე „მფრინავი ჰოლანდიელის“ ფენომენი დაფიქსირდა

ბერძნულ კუნძულ კორფუზე (კერკირა) „მფრინავი ჰოლანდიელის“ ფენომენი დაფიქსირდა, რომლის დროსაც უჩვეულო ვიზუალური მოვლენები ხდება.

როგორც ნაციონალური მეტეოროლოგიური ცენტრის დირექტორი, მათემატიკოსი და მეტეოროლოგი თეოდოროს კოლიდასი განმარტავს, ეს არის ზემო მირაჟის ფენომენი, რომელიც ხდება „ანტიციკლონების სიჭარბის პერიოდში და განსაკუთრებით მაშინ, როცა ზღვის ზედაპირზე მონაბერი ჰაერი გაცილებით ცივი აღმოჩნდება, ვიდრე ატმოსფეროს ზედა ფენები“. ამის შესახებ კოლიდასი X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ თავის პოსტში წერს.

მისი განმარტებით, „ასეთ შემთხვევებში სანაპიროდან დამკვირვებელმა შეიძლება მოულოდნელად შეამჩნიოს პატარა ნავები ან დიდი გემები, მაღალი კედლები, დიდებული სასახლეები, მთების ქედები, უცნაური ქალაქები და პეიზაჟები, რომლებიც ჰორიზონტის ზემოთ დაფრინავენ – იქ,  სადაც ზღვა ცას უერთდება“.

„ეს ფენომენი ატმოსფეროს უცნაური თამაშია და მას სინათლის სხივების გარდატეხა იწვევს, რის შედეგადაც  ობიექტები, რომლებიც სინამდვილეში ასობით კილომეტრის დაშორებითაა, ჰორიზონტის ხაზის ზემოთ ჩნდება (ზემოთ აწეული, გადიდებული ან გადაბრუნებული).

მითი ამ მოვლენის შესახებ, როდესაც გამოსახულება არ იცვლის ფორმას – რომელსაც ჩვენი დღევანდელი მოვლენაც აღწერს – ეს არის მითი მფრინავ ჰოლანდიელზე“, – წერს  ბატონი კოლიდასი და განსაკუთრებულ მადლობას უხდის George_Charonis-ს, რომელმაც ორშაბათს, 15 ივლისს, დილით კორფუზე გამოჩენილი ეს ფენომენი ფოტოზე აღბეჭდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close