ვიდეოქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„GEORGIAN TOUR – იტალიაში“ თქვენს სამსახურში! გაიფერადეთ ზაფხულის დღეები!

კომპანია „GEORGIAN TOUR – იტალიაში“, ქართველი ემიგრანტების საოჯახო ტურისტულ ბიზნესთან ერთად, სასიამოვნო, ხალისიან, დაუვიწყარი შეგრძნებებით და შთაბეჭდილებებით სავსე დღეებს სთავაზობს ყველას, ვისაც სურს, ოცნება აიხდინოს და იტალიაში (და არა მარტო) იმოგზაუროს. კომპანიაში საქმეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ეკიდებიან, რაც მისი სანდოობის მთავარი გარანტია. ეს სანდოობა კი, უპირველეს ყოვლისა, ხათუნა კილაძის დამსახურებაა, რომელმაც დიდი შრომატევადი გზა გაიარა ემიგრაციაში და დღეს ქალიშვილთან, მარიამ ლომუაშვილთან ერთად ტურისტული კომპანიის „GEORGIAN TOUR – იტალიაში“ მფლობელია.

ქალბატონ ხათუნას და მის ოჯახს იტალიაში ტურისტული საქმიანობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. დღეს კომპანიის „GEORGIAN TOUR – იტალიაში“ ყველაზე აქტიური სერვისებია: აეროპორტში დახვედრა-გაცილება, ავიაბილეთების შეძენა, ჯგუფური და ინდივიდუალური ტურების მოწყობა მომხმარებელთა მოთხოვნით როგორც იტალიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ოპტიმალურად გეგმავენ. გარდა ამისა, კომპანია კიდევ ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ქართველი ემიგრანტებისთვის. ამ საკითხებზე ქალბატონი ხათუნა კილაძე ინტერვიუში უფრო დეტალურად გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა, თუ შეიძლება, უფრო ვრცლად გვიამბეთ თქვენი კომპანიის GEORGIAN TOUR – იტალიაში შესახებროდის დაარსდა, როგორ განვითარდა და ამჟამად კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

როგორც კომპანია, „GEORGIAN TOUR – იტალიაში“ ორი წლის წინ, დეკემბერში დავაფუძნეთ (საქართველოში გვაქვს ოფისი), თუმცა მანამდეც ვმასპინძლობდით ქართველ ტურისტებს, ადგილობრივ ტურებს ვუწევდით ორგანიზებას იტალიაში. ანუ, ძირითადად, ემიგრაციაში აიდგა ფეხი ჩვენმა ბიზნესმა.

დაახლოებით ათ წელიწადს ითვლის ჩვენი ტურისტული საქმიანობა. თავიდან ადგილობრივი ქართველი ემიგრანტების პატარა ჯგუფებს ვემსახურებოდით, მას შემდეგ თანდათან ვიზრდებით და ვფართოვდებით. ჩვენც ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, ჩვენი საქმიანობა სიამოვნებას გვანიჭებს და ეს დიდ სტიმულს გვაძლევს დაუღალავი შრომისა და წინსვლისთვის. ჩემი ოჯახის თითქმის ყველა წევრი (მეუღლე  – ბორის ლომუაშვილი და შვილები – მარიამი, ლუკა, ელენე) ჩართული ვართ ამ საქმეში, მაგრამ განსაკუთრებული როლი მარიამს ეკუთვნის, რომელიც არის „GEORGIAN TOUR – იტალიაში“ ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ამავე დროს, მარიამი აქტიურად არის ჩართული საოჯახო ტურისტულ ბიზნესში და მეგზურობას უწევს საქართველოდან ჩამოსულ და ადგილობრივ ტურისტებს იტალიაში.

ხათუნა კილაძე ოჯახთან ერთად
მარიამი საქართველო-ესპანეთის მატჩზე კიოლნში

ამჟამად ჩვენი კომპანიის ყველაზე აქტიური სერვისებია: აეროპორტში დახვედრა-გაცილება (როგორც მალპენსის, ისე მილანი-ბერგამოს აეროპორტში), ავიაბილეთების შეძენა, შემოსული ტურისტების მასპინძლობა, ასევე, იტალიის ფარგლებს გარეთ გაგვყავს პატარა ჯგუფებიც, ვმუშაობთ მათ შორის საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტებზეც და გვაქვს შიდა ტურები.

რა სეგმენტზე მუშაობთ (ქართველები, უცხოელები)?

ძირითადად, ქართველები სარგებლობენ ჩვენი კომპანიის მომსახურებით, თუმცა შერეული ჯგუფებიც გვყავს, მაგალითად, ბევრი უკრაინელი ტურისტი მოგვმართავს, ოჯახებით ჩამოდიან სამოგზაუროდ…

თქვენი კომპანიის საქმიანობის გეოგრაფია როგორია, რა ტერიტორიას ფარავთ?

შიდა ტურები მოიცავს ტურისტულ პაკეტებს – საქართველოდან შემოსული ტურისტისთვის, ძირითადად, ხუთდღიან ტურისტულ პაკეტს, რასაც ჩვენი მომხმარებელი ითხოვს. ამ შემთხვევაში ასეთი გეგმა გვაქვს: ერთ დღეში ვნახულობთ ორ ქალაქს, რათა დროისა და ეკონომიკური გათვლის თვალსაზრისით მოგზაურობა ოპტიმალურად იყოს დაგეგმილი. გვაქვს ვერონა-ვენეციის ერთდღიანი ტური, ასევე, პიზა-ფლორენციის ერთდღიანი ტური, საერთოდ, იტალიის ნებისმიერ ქალაქში; ერთდღიანი ტურები გვაქვს შვეიცარიაშიც, ნიცაშიც, მონტე-კარლოშიც. ჩვენი ემიგრანტებისთვის, აგრეთვე, გვაქვს რამდენიმედღიანი ტურებიც ევროპაში. ძალიან ხშირად ვაწყობთ ბარსელონის ტურს, პარიზის ტურს, აგრეთვე, შვეიცარიის ორ და სამდღიან ტურებს…

გარდა ამისა, ვეხმარებით ემიგრანტებს. ჩვენი მიზანია,  კომპანიამ GEORGIAN TOUR – იტალიაში  ბევრი კეთილი საქმე აკეთოს, გააბედნიეროს ბევრი მშობელი, რომელებიც აქ, ემიგრაციაში  მუშაობენ და შვილები ენატრებათ. ჩვენი კომპანიის ყველაზე აქტუალური და  მოთხოვნადი მომსახურებაა ემიგრანტის შვილების მშობლებთან ჩამოყვანა მოწვევით. როდესაც მშობელს საბუთი აქვს და იტალიაში ლეგალურადაა, ჩამოგვყავს არასრულწლოვანი ბავშვებიც. ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პოზიტივია ის, რომ მონატრებულ ოჯახებს  ვახვედრებთ ერთმანეთს, მათთვის ვაწყობთ შიდა ტურებს. ბევრი ემიგრანტი გვიკავშირდება და მადლობა მათ ამისთვის, მადლობა იმ დიდი სიყვარულისთვის, რასაც ნამდვილად არ იშურებს თითოეული მათგანი ჩვენ მიმართ და ჩვენც ასე, დაუღალავი შრომით მივიწევთ წინ, ვფართოვდებით და, მადლობა უფალს, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ავივსოთ ენერგიით, რაც ძალიან გვჭირდება აქ, ამ სფეროში.

და მაინც, რა არის თქვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა?  რატომ უნდა აირჩიოს ტურისტმა „GEORGIAN TOUR – იტალიაში?

ტურისტული სერვისი გვაქვს აბსოლუტურად კომფორტული, ეკონომიურად გათვლილი, ტურები ინდივიდუალურად იგეგმება და ამიტომ ირჩევენ ჩვენს მომსახურებას ტურისტები. მადლობა მათ ყველაფრისთვის, მადლობა ასეთი სიყვარულისთვის, ამ ძალიან დიდი პოზიტივისთვის.

სოციალურ ქსელში „აღმოვაჩინე“, რომ ანსამბლი „გორდელა“ გიხდიდათ მადლობას და თქვენს კომპანიას „GEORGIAN TOUR – იტალიაში“ რეკომენდაციას უწევდა…

ვცდილობთ, რომ ემიგრაციაში ქართული კულტურის საქმიანობაშიც ჩავერთოთ. ანსამბლი „გორდელა“ ჩვენი კომპანიის მოწვევით მილანს სტუმრობდა, სადაც სარვამარტო კონცერტი გაიმართა ემიგრანტი ქალბატონებისთვის. ეს იყო საოცარი სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული საღამო. მადლობა მათ კიდევ ერთხელ.

თანდათან ვძლიერდებით და ბევრი კარგი, ეროვნული საქმის გაკეთებას ვგეგმავთ. ორგანიზებას ვუკეთებთ ქართულ ჯგუფებს და მიგვყავს სასურველ ტურზე. მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზეც ვიყავით ორჯერ, თურქეთთან და ესპანეთთან შეხვედრისას, საოცრებები ხდებოდა იქ, სასწაული შეგრძნებები იყო. მერვედფინალში წაგებას აღარ აქვს მნიშვნელობა, იმდენად კარგი და პოზიტიური იყო ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ერთსულოვნება, დიდი მხარდაჭერა ქართველების, დიდი სიყვარული, სიამაყე და რა ვიცი, ყველაფერი ერთად  იყო გამოხატული ამ თამაშებზე. აქამდე არანაირი შეხება არ მქონდა ფეხბურთთან, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ როგორ შემაყვარა, ვერ გეტყვით!.. არანორმალური სიყვარულით შემოვიდა ეს ბიჭი მთელ ემიგრაციაში.

ჩვენთვის მთავარია აქ, უცხო მიწაზე, ღირსეული მასპინძლობა შევძლოთ ჩვენი ქართველების და არა მარტო მათ შევაყვაროთ და გავაცნოთ ეს ქვეყანა, არამედ, ვცდილობთ, საქართველოშიც  შემოვიყვანოთ იტალიელი ტურისტები. ბევრს ვშრომობთ, ყველაფერს დიდი სიყვარულით და ერთგულებით ვაკეთებთ და იმედია, ამასაც მალე შევძლებთ.

წარმატებებს გისურვებთ!

დიდი მადლობა! ფაქტობრივად, ახლები ვართ ამ სფეროში, თანდათან ვვითარდებით და მჯერა, რომ ღირსეულ სიტყვას ვიტყვით ტურისტულ სფეროში, ეს გარდაუვალი იქნება, იმიტომ რომ ამხელა შრომა ყოველთვის ფასდება და ჩვენი შრომაც დაფასდება.

გისმენთ და არ შემიძლია არ გკითხოთ: ფილოლოგმა ქალბატონმა ტურიზმის სფერო რატომ აირჩიეთ?

მინდოდა, რომ სწორედ ჩემს პროფესიასთან ყოფილიყო კავშირში და არ დავკარგულიყავი ემიგრაციაში. ძალიან რთულია (ბევრი ემიგრანტი გამიგებს, რასაც ვამბობ), როცა შენს პროფესიას შორდები და სულ სხვა სფეროში გიწევს საქმიანობა, ვერ ვითარდები ინტელექტუალურად. მე ტურიზმის სფერო ვარჩიე და დღეს ეს არის ჩემი საყვარელი საქმე, რომელიც საერთოდ არ მღლის. ყველა გაკვირვებული მეუბნება ხოლმე, როგორ შეიძლება, ყოველდღე ტურებში დადიოდე, ამდენს ლაპარაკობდე, ამდენს მოგზაურობდე, ამხელა საქმეებს მართავდე და არ იღლებოდე, ეს წარმოუდგენელიაო.

იცით, რატომ არ ვიღლები? ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა შენს საყვარელი საქმეს აკეთებ, ეს გაძლევს უზღვავ ენერგიას და მოგზაურობაც ხომ ძალიან დიდი თერაპიაა. ზუსტად ეს „მოგზაურობის თერაპია“ მეხმარება, ვმართო ჩემი საქმე, უფრო მეტი ინტერესი მქონდეს და უფრო მეტად განვვითარდე ჩემს საქმიანობაში. ჩემი მეუღლე, შვილები, მთელი ოჯახი ჩართულია ამ საქმიანობაში. ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ჩემ გვერდით დგანან. დიდია ერთად დგომის, ერთად საქმიანობის პრიორიტეტი ჩვენს ოჯახში.

ძალიან უკვირს ყველას ჩემი და მარიამის ასეთი შემართება, ჩვენი ამხელა ენერგია,  მაგრამ მე ეს საყვარელი საქმე მავსებს ენერგიით, ამიტომ არ ვიღლები და არც არასდროს დავიღლები.

თქვენი აქტიურობა და საქმის სიყვარული სოციალურ ქსელშიც, თქვენს „ლაივებშიც“კარგად ჩანს…

მართლაც ძალიან ხშირი ხასიათი მიიღო ჩემმა „ლაივებმა“, ყველაზე კურიოზული კი ის არის, რომ როცა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატიდან გავუშვი „ლაივი“, მაინცდამაინც იმ დღეს დამბლოკა ფეისბუქმა – 24 საათი ვიყავი დაბლოკილი (იცინის)… არაერთი სასაცილო და კურიოზული ამბავი ხდება ამ პირდაპირი ჩართვების დროს და ბევრი უყურებს. ჩემი ემიგრანტები მეტყვიან ხოლმე, შენთან ერთად ჩვენც ვმოგზაურობთო და  დიდ მადლობას მიხდიან ამისთვის. ერთი ქალბატონი მეუბნება ერთხელ, ტელევიზიებს აღარ ვუყურებ, სულ ნეგატივი მოდის იქიდან, შენგან  კი – ძალიან დიდი პოზიტივი, გადავახვევ ხოლმე შენს „ლაივებს“ და რამდენჯერმე ვუყურებო. ბევრი მიხდის მადლობას ასეთი დიდი პოზიტივისთვის.

ღვთის მადლით, ბევრი კმაყოფილი ტურისტი გვყავს, განსაკუთრებით საქართველოდან შემოსული ტურისტები, რომლებსაც ნათესავებივით, ახლობლებივით ვიღებთ და  როდესაც აქ, ემიგრაციაში ვმასპინძლობთ ამ ადამიანებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, მასპინძლის როლს ვირგებთ და ვცდილობთ, რომ ბევრი მადლიერი ადამიანი წავიდეს ამ საოცარი ქვეყნიდან, საოცარი შთაბეჭდილებებით. დიდი მადლობა ყველას, ვისაც  ჩვენთან ერთად უმოგზაურია და იმოგზაურებს.

ტურისტული კომპანია „GEORGIAN TOUR – იტალიაში“ თქვენს სამსახურშია – არ გადადოთ სურვილის ასრულება, გაიფერადეთ ზაფხულის დღეები!

თამარ ოთიაშვილი

„GEORGIAN TOUR – იტალიაში“ საკონტაქტო ინფორმაცია:

+39 324 9851629 მარიამი

+393294139346 ხათუნა

შეგიძლიათ ამ ნომრებზე დაუკავშირდეთ ვოთსაფშიც.

დაგაინტერესებთ, აგრეთვე: ხათუნა კილაძე: „როგორ კარგადაც არ უნდა იყოს უცხოეთში, ემიგრანტს სულის ტკივილი აქვს მუდამ…“

ხათუნა კილაძე: „როგორ კარგადაც არ უნდა იყოს უცხოეთში, ემიგრანტს სულის ტკივილი აქვს მუდამ…“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close