ამინდისაქართველო

სიცხე და წვიმა – როგორი ამინდი იქნება 7 ივლისამდე

მაღალი ტემპერატურის ფონზე 4-6 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სინოპტიკოსები წვიმას, სეტყვას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, 7 ივლისამდე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 4 ივლისს – დასავლეთ, ხოლო 5-6 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. 4-6 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 4 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31,+33 გრადუსი იქნება. 5 ივლისს დღის ბოლოს და 6 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 4 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე აიწევს. 5 ივლისს დღის ბოლოს და 6 ივლისს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურაც +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 4-5 ივლისს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 6 ივლისს კი გაწვიმდება. ჰაერი დღისით +34, +36 გრადუსამდე გათბება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 4 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 5 ივლისს დღის ბოლოს და 6 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close