ქართველები უცხოეთშიხელოვნება

შუაგულ პარიზში ქართველი მხატვრის, გელა წულაძის სკულპტურა „ყირამალა“ დაიდგა

პარიზში ქართველი მხატვრის, გელა წულაძის სკულპტურა „ყირამალა“ დაიდგა.  

მიწაზე თავდაყირა, ცალ ხელზე მდგარი ადამიანის რკინის ქანდაკებამ საყრდენი წერტილი სენ-ჟერმენზე მონახა და ქალაქის ყველაზე ბომონდური კვარტლის ნაწილი გახდა.

გელა წულაძე არაერთი პოპულარული ურბანული სკულპტურის ავტორია. ბათუმის ბულვარს ამშვენებს მისი ლითონის ქანდაკებები, მისივე შექმნილია საქართველოს დროშა, სადაც ჯვრების ნაცვლდ გულებია გამოსახული და სხვა მრავალი „სტრიტ-არტის“ ფორმატის ნამუშევარი.

„ძალიან მაგარი ამბავი. ქართველი მხატვრის, გელა წულაძის სკულპტურა შუაგულ პარიზში დაიდგა. სენ-ჟერმენზე, ყველასთვის ცნობილი „კაფე დე ფლორის“ წინ ქართულ „ყირამალას“ მთელი ღამის განმავლობაში ამონტაჟებდნენ. „ყირამალა“- სიყვარულით საფრანგეთს საქართველოდან“, – წერს ონლაინ ჟურნალი AT.ge.

ცნობისათვის: კაფე დე-ფლორი (ფრანგ. Café de Flore) მდებარეობს სენ-ჟერმენ-დე-პრეს კვარტალში, სენ-ჟერმენის ბულვარისა და სენ-ბენუას (პარიზის VI ოლქი) ბულვარის კუთხეში. კაფე ცნობილია იმით, რომ გახსნის დღიდან (1887 წ.) ინტელექტუალური აუდიტორიის „მიზიდულობის წერტილია“.

სწორედ ამ კაფეში იმართებოდა გიომ აპოლინერის ცნობილი „პარიზული საღამოები“.

კაფეს რეგულარული სტუმრები იყვნენ ჟან-პოლ სარტრი, სიმონ დე ბოვუარი, აგრეთვე, ანდრე ბრეტონი. სხვადასხვა დროს ამ კაფეს სტუმრობდნენ ერნესტ ჰემინგუეი, ტრუმენ კაპოტე, ალბერ კამიუ, ლორენს დარელი, მაქს ჯეიკობი, ლუი არაგონი, პაბლო პიკასო, სიმონ სინიორე.

1994 წლიდან აქ იმართება ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ბეგბედერის მიერ დაწესებული ლიტერატურული ჯილდოს – „ფლორის პრემიის“ გადაცემის ცერემონია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close