მიგრაციაპოლიტიკასაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

აშშ-ში მექსიკიდან არალეგალურად შესული მიგრანტები თავშესაფარს ვერ მიიღებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დროებით აკრძალა თავშესაფრის მიცემა იმ მიგრანტებისთვის, რომლებმაც არალეგალურად გადაკვეთეს აშშ-ის სამხრეთი საზღვარი, ანუ საზღვარი მექსიკასთან.

მიღებული ზომები გააადვილებს იმ მიგრანტების დეპორტაციას ქვეყნიდან, რომლებსაც აშშ-ში ყოფნის კანონიერი საფუძველი არ აქვთ, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე 4 ივნისს გამოქვეყნდა.

როგორც Reuters-ი წერს ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნულ ზომებს შემოიღებენ, თუ კვირის განმავლობაში საზღვარზე დღეში საშუალოდ 2500-ზე მეტი დაკავება იქნება და გააუქმებენ, როდესაც დაკავებების რაოდენობა დღეში 1500-ზე ქვემოთ წამოვა.

ჩინოვნიკმა დასძინა, რომ შეზღუდვები არ ეხებათ ბავშვებს, რომლებიც საზღვარს მშობლების ან მეურვეების გარეშე კვეთენ, აგრეთვე, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლ პირებს და მათ, ვისაც სერიოზული საფრთხე ემუქრება, მათ შორის, სამედიცინო თვალსაზრისით.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბაიდენის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა. მან განაცხადა, რომ ბაიდენის ბრძანებულება მიგრანტების „შეჭრას“ კი არ გააჩერებს, არამედ მათ ნაკადს გაზრდის.

აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებისას 2021 წლის იანვარში, პირველივე დღეს ჯო ბაიდენმა თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ყველაზე საკამათო კანონები შეაჩერა, მათ შორის, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაც. ამასთან, ბაიდენმა ამჟამად თავისი მიდგომა შეცვალა საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რამდენადაც, როგორც Reuters-ი წერს, იმიგრაცია 2024 წლის ნოემბერში დაგეგმილი არჩევნების წინ ამერიკელებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდა. შეგახსენებთ, რომ ბაიდენიც და ტრამპიც კვლავ იყრიან კენჭს პრეზიდენტის პოსტზე.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close