საზოგადოებასაქართველო

ეს უნდა ნახოთ! – 83 წლის ჭადრაკის დედოფალი „კაბას“ როლში და შოკირებული ჟიური (ვიდეო)

ბრიტანული შოუს ქართული ანალოგის „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის მეორე ტური სენსაციური აღმოჩნდა – ჟიური-დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა „კაბის“ პერსონაჟს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის ნონა გაფრინდაშვილს ჰქონდა მორგებული.

მუდამ მოკრძალებული და თავმდაბალი ლეგენდარული მოჭადრაკის, 83 წლის ნონას ამღერება სცენაზე და თან კოსტიუმირებულ, ასეთ გასაიდუმლოებულ პროექტში, სადაც კონკურსანტებისთვის მეტოქეების, ჟიურისთვის და პროდიუსერებისთვის კი მონაწილეთა ვინაობა უცნობია, ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა თავად კონკურსანტი ემოციას ვერ მალავდა.

რა ხდებოდა სცენაზე და დარბაზში, ამის აღწერა შეუძლებელია, თავად ნახეთ!

შოუს მონაწილეები კოსტიუმებს პირად კარავში ირგებენ და სცენაზე გადიან. ნიღაბს მიღმა შესაძლოა მსახიობი, მუსიკოსი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი იმალებოდეს. ვოკალური მონაცემების, სამსახიობო ოსტატობისა და აზარტულობის გარდა, შოუში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი პოპულარობაა.

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა შეასრულა სიმღერა კინოფილმიდან „კაცია-ადამიანი?!“ (კომპოზიტორი დავით (გუგული) თორაძე).

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close