იტალიაპოლიტიკა

ვინ და რატომ მოითხოვს სახელმწიფო დაწესებულებებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნას

იტალიაში ულტრამემარჯვენეებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან ევროკავშირის დროშების მოხსნა სურთ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ქვეყნის მმართველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში მყოფ ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგაში“, რომლის ლიდერია მატეო სალვინი, განაცხადეს, რომ კანონში ცვლილებების შეტანა და სახელმწიფო დაწესებულებებიდან ევროკავშირის დროშების მოხსნა სურთ.

ლაპარაკია იტალიაში 1988 წლიდან მოქმედ კანონზე, რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს, სახელმწიფო შენობებზე იტალიის დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაც იყოს აღმართული.

სენატორი კლაუდიო ბორგი, რომელიც ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობს, ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებზე „ევროკავშირის დროშის ფრიალი ნონსენსია“ და ამიტომ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც არსებულ კანონს გააუქმებს.

ულტრამემარჯვენე სენატორის თქმით, იტალიას აქვს მხოლოდ ერთი დროშა – სამფეროვანი, რომლის გვერდითაც შეიძლება რეგიონის დროშა ჩამოიკიდოს.

მანანა ბანძელაძე

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის არჩევნებში თავისი კანდიდატურა წარადგინა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close