სპორტი

კიდევ 3 მედალი საქართველოს ნაკრების ანგარიშზე: თუშიშვილი და სულამანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ბექაურმა ბრინჯაო მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო და ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ 3 მედალი მოიპოვა: 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

ცოტა ხნის წინ დასრულებულ ფინალურ შეხვედრაში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ინალ ტასოევს შეხვდა და იპონით დამარცხდა.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, აგრეთვე, ილია სულამანიძე (100 კგ), რომელმაც ფინალური ორთაბრძოლა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან დათმო.

დღეს ფინალურ ბლოკში კიდევ ერთმა ქართველმა – ლაშა ბექაურმა (90 კგ) იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ფატიევი იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოუტანეს, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ამრიგად, ინდივიდუალური შეჯიბრებების ეტაპი ჩვენმა ნაკრებმა 7 მედლით – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – დაასრულა და მედლების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა.

ზაგრებში ხვალ, 28 აპრილს, ჩემპიონატის ბოლო დღეს გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close