კრიმინალიქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძნეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთი – ახალგაზრდა ქალია

საბერძნეთში 2 აპრილს ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის დროს საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებული ოთხი მამაკაცი და ერთი ქალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს, რომელთა ასაკი 33-იდან 44 წლამდეა (33, 34, 38 44 და 33), 2021 წლის ნოემბრიდან ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლების გაქურდვა, აგრეთვე, ფულის გათეთრება ედებათ ბრალად.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, სამიზნეს დაჯგუფების ლიდერი არჩევდა, რომელიც გასაძარცვ სახლებს ნიშნავდა, ერთ-ერთი წევრი საკეტების გახსნაზე მუშაობდა, ორი კი სიგნალიზაციის გათიშვას უზრუნველყოფდა და ზრუნავდა, რომ ძარცვის შემდგომ მტკიცებულებები არ დარჩენილიყო. რაც შეეხება ქალს, რომლის ასაკი, პოლიციის ცნობით, 33 წელია, იგი, ძირითადად, შინამოსამსახურის სტატუსით სარგებლობდა და დაჯგუფების წევრებს სახლში არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 370 ევრო ნაღდი ფული, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები, სიმბარათები, 3 ლეპტოპი. დაკავებულებს ჩამოართვეს, აგრეთვე, მათი კუთვნილი ავტომობილი და მოტოციკლი.

ΕΛΑΣ-ის ცნობით, ეჭვმიტანილებს მთლიანობაში 16 სახლის გატეხა და 690 ათას ევროზე მეტი ღირებულების ნივთების მოპარვა ედებათ ბრალად.

გამოძიება გრძელდება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close