ქართველები უცხოეთშისაქართველოსპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა

პორტალმა transfermarkt-მა მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.

„ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ფასი 35 მილიონი ევრო გახდა (წინა ფასი 30 მილიონი ევრო იყო). გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება და ახლა ცხრა მილიონ ევროს შეადგენს (წინა მაჩვენებელი რვა მილიონი ევრო).

საქართველოს ნაკრების ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი:

1. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო.

2. გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 35 მილიონი ევრო.

3. გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 9 მილიონი ევრო.

4. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 3 მილიონი ევრო.

5. საბა საზონოვი, „ტორინო“ – 3 მილიონი ევრო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close