მთელი მისი შრომა იმ ერთ წამად ღირდა, მისი გოლის შემდეგ გამარჯვების ყიჟინა რომ აღმოხდა ყველა ქართველს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში – ნიკა კვეკვესკირის ამბავი
გამარჯვების გოლის ავტორი ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა და ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, უკვე ბევრი დაიწერა და ბევრიც დაიწერება. გამარჯვების შემდეგ მარტო მისი პირველი კომენტარი რად ღირს – თვითკმაყოფილების გარეშე, პასუხისმგებლობის გააზრებით, ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე შეაფასა ის ერთი წამი, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოუტანა და რომლის უკანაც მისი ტკივილიანი, დევნილობაში გატარებული ბავშვობა და თავდაუზოგავი შრომა დგას თურმე.
კარგია, რომ „ძველი ბიჭების“ დრო დასრულდა ქართულ ფეხბურთში!
Nana Tskvitaria სოციალურ ქსელში წერს:
გალიდანაა.
ომის შემდეგ ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით.
მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო.
90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა.
კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ.
კიდევ მახსოვს, ერთხელ, მარშრუტკის მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს მარშრუტკაში ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.
მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და განსაკუთრებით გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის!“
ნიკას პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ:
კომენტარები