ვიდეოსაქართველოსპორტი

ვიდეო: გამარჯვებული ერის ემოციები სტადიონზე, გასახდელში, ათენისა და თბილისის ქუჩებში – ზღაპრის ბოლო კეთილია!!!

გამარჯვება საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმაც აღნიშნეს

ალბათ კაცი არ არსებობს, ვისაც წუხელ არ გაახსენდა კოტე მახარაძის ცნობილი ფრაზა 1981 წლის 13 მაისს იენის „კარლ ცაისთან“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვების და უეფას თასის მფლობელთა თასის დაუფლების შემდეგ: „წარმომიდგენია, რა ხდება თბილისში. ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა!“ („Представляю, что сейчас творится в Тбилиси. Ликует столица Грузии, ликует вся наша страна“).

ნიკა კვეკვესკირის ბოლო გატანილი პენალტის შემდეგ  დაიწყო და რა დაიწყო…

საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმაც აღნიშნეს გამარჯვება ათენის ქუჩებში – „გავაგიჟეთ ბერძნები!“

ესეც გადამწყვეტი გოლის ავტორის – ნიკა კვეკვესკირის პირველი კომენტარი:

გილოცავთ, საქართველო! სულ გამარჯვებით გევლოს!

რაც შეეხება საქართველოს მატჩებს ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე: 

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც გერმანიაში (10 ქალაქში) 14 ივნისიდან 14 ივლისამდე იმართება, 14 ივნისს გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება. საქართველოს F ჯგუფშია. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩს 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში „ჯვაროსნები“ ჩეხეთის ნაკრებს შეხვდებიან ჰამბურგში 22 ივნისს (თბილისის დროით 17:00 სთ-ზე). 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება გელზენკირხენში. ეს შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

ესეც ისტორიული პენალტების სერია:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close