ვიდეოსპორტი

საქართველომ საბერძნეთი პენალტებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა (ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა!

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.

ფაქტები

  • საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება, 1:0 ხორვატიასთან, 26 მარტს დაფიქსირდა.
  • 1960 წლიდან დღემდე ევროპის ყველა ჩემპიონატზე იყო მინიმუმ ერთი დებიუტანტი. ევრო 2024-ზე საქართველოს გასვლის შემთხვევაში ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდებოდა. ჩვენი გუნდის გარდა პლეი ოფში მოთამაშე დანარჩენ 5 გუნდს და უკვე საგზურის მფლობელ 21-ს მინიმუმ ერთხელ მაინც უასპარეზია ევროპირველობაზე.
  • 26 მარტის ფინალურ მატჩამდე საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან 2 ფრე და 7 წაგება ჰქონდა.

ვილი სანიოლმა ​დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი.

უპირატესობა საბერძნეთის ნაკრებმა მოიპოვა, ბურთს აკონტროლებდა და უფრო მეტად უტევდა. თუმცა, პოლონელი არბიტრის საქციელი ზოგჯერ უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგან ქართველ ფეხბურთელებთან, განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელიასთან უხეშობაზე თვალებს ხუჭავდა. ხვიჩას ციმიკასმა სახეში იდაყვი მაგრად მოარტყა, მაგრამ სტუმართა მიმართულებით ჯარიმაც არ დაინიშნა.

საქართველოს ნაკრები შეტევების წამოწყებას ახერხებდა, რომლის განვითარება და გამწვავება მეტოქის მკაცრი პრესინგის პირობებში უჭირდა. ამის გამო გიორგი ქოჩორაშვილმა შორიდან სცადა კარის აღება, მაგრამ მიზანს ააცილა.

45-ე წუთზე სახიფათო მომენტი საჯარიმოს შესრულების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ შექმნა – ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიეგრია, რასაც კიდევ ერთი მწავევე შეტევა მოჰყვა, მაგრამ კვირკველიას დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია.

ტაიმის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას და გეორგიოს მასურასის კონფლიქტში სათადარიგოები ჩაერთვნენ და არბიტრმა წითელი ბარათი აჩვენა სტუმართა სამწვრთნელო სტაფის წევრს და გიორგი ლორიას, ხოლო რამდენიმე მოთამაშეს – ყვითელი ბარათები.

პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე განხორციელებულმა შტურმმა „ჯვაროსნებზე“ კარგად იმოქმედა და მეორე ნახევარი უფრო თამამად დაიწყეს, თუმცა ბერძნები დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ. დაძაბული მეორე ტაიმი უგოლოდ დასრულდა, დამატებითი დრო დაინიშნა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

პირველი დამატებითი დრო სტუმრებმა უკეთ დაიწყეს. სახიფათო იყო ტასოს ბაკასეტასსი დარტყმა, რომელიც გიორგი მამარდაშვილმა კუთხურზე მოიგერია. კონსტანტინოს მავროპანოსმა კი სტანდარტულის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა.

დამატებულ დროში შესანიშნავი შანსი შექმნა მიქაუტაძემ, რომელმაც გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ მცველი ჩაუდგა და დავითაშვილი მოძებნა საჯარიმოში, რომელსაც მეკარემ ურთულესი დარტყმა აუღო და სტუმრები გადაარჩინა.

მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.

გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქარველოს ნაკრები ევროპის ჩემპოიონატზე ისტორიაში პორველად გავიდა!

ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.

ავტორები – მერაბ მამულაშვილი, თამარ ყულუმბეგაშვილი
1tv.ge

2004 წლის ევროპის ჩემპიონების დამარცხება სიურპრიზი აღმოჩნდა ბევრისთვის, თუმცა არა ქართველებისთვის, რომელთა უმეტესობას გამარჯვებისა მტკიცედ სჯეროდა.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, „მსოფლიო რეიტინგში 77-ე ადგილზე მყოფი საქართველო F ჯგუფში ითამაშებს თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ერთად. ეს იქნება მათი პირველი გამოჩენა დიდ ტურნირზე მას შემდეგ, რაც 1991 წელს 3,7- მილიონიანმა ქვეყანამ კავკასიაში საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა“, – წერს france24.

„ზეიმობს  მთელი ქვეყანა, ზეიმობს თბილისი!“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close