ვიდეომსოფლიოსპორტი

შემზარავი კადრები – ავტორბოლის დროს მანქანა მაყურებლებში შევარდა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

უნგრეთში ავტორბოლაში მონაწილე ერთ-ერთმა მანქანამ მართვა დაკარგა და მაყურებლებში შევარდა.  

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა, აქედან ერთი ბავშვია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და რბოლის სანახავად მისულ ადამიანებს დაეჯახა.

უბედური შემთხვევა უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთში, მდინარე დუნაის მახლობლად, ქალაქ ლაბატლანსა და ბაიოტს შორის მიმდინარე ავტორბოლის დროს მოხდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close