ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 25 – 31 მარტი

მარტის ბოლო კვირის დასაწყისი აღინიშნება მთვარის დაბნელებით, რაც სასწორის ნიშანში ორშაბათს მოხდება. ეს ყველაზე წინ წამოწევს პარტნიორობის, ქორწინებაში ურთიერთობების, სამართლებრივ საკითხებსა და შრომითი ხელშეკრულებების თემებს პროფესიულ სფეროში. გაზაფხულის სურნელი თანდათან მოედება გარემოს და გინდათ თუ არა, რომანტიკა ისევ თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. კარგი იქნება, თუ მომდევნო შვიდ დღეში ოსტატურად დააკავშირებთ სიყვარულსა და შრომას ერთმანეთთან და თუ ასეთ სტრატეგიაში ძლიერი არ ხართ, მაშინ სამუშაო აუცილებლად მეორეხარისხოვან პოზიციას დაიკავებს. აქტიური ქმედებები ჯობს კვირის მეორე ნახევარში დაგეგმოთ. კარგი დროა ახალი ნაცნობობის წამოწყების ან ძველი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

 

ვერძი

კვირის დასაწყისში ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობამ შეიძლება მოულოდნელი წარმატება მოგიტანოთ. ხუთშაბათს ფინანსურად სასარგებლო კავშირების დამყარების რეალური შანსი გექნებათ, თუმცა საგრძნობლად გაიზრდება პასუხისმგებლობა. შაბათს შესაძლებელია მოულოდნელი მოგზაურობა, თანაც ხანგრძლივი. ახლა კარგი დროა თქვენი ერუდიციისა და ლოგიკური აზროვნების უნარის დემონსტრირებისთვის, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ რაიმე სახის ინტელექტუალურ გართობაშიც კი.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კურო

ამ კვირაში პროფესიული სფერო მოითხოვს დიდ ყურადღებას და უშუალო მონაწილეობას სამუშაო პროცესებში. სიტუაციაზე კონტროლის შესანარჩუნებლად, იყავით წინდახედული და კონცენტრირებული. ხუთშაბათი ხელსაყრელი დღეა გადამწყვეტი მოქმედებებისთვის. რაც ხდება, თქვენს ძალას, შესაძლებლობებსა და მოთმინებას გამოცდის. შაბათს შესაძლოა მნიშვნელოვანი იდეების დაუყოვნებლივ განხორციელება მოგიხდეთ. კვირას შეეცადეთ მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

 

ტყუპი

არ არის გამორიცხული, ეს კვირა თქვენთვის გარკვეულწილად რთული პერიოდი იყოს, რადგან ბევრი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, თუმცა პტობლემების გადაჭრა განწყობას აგიმაღლებთ და მიხვდებით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. სამუშაოზე პროექტები საკმაოდ წარმატებით განხორციელდება. თქვენი გადაწყვეტილებები იქნება გონივრული და მომავლის დაგეგმვა წარმატების დიდ შანსს გაგიჩენთ. პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას იგრძნობთ. შეეცადეთ, შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ და როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, მომავალი წარმატებებისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 25, 31.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კირჩხიბი

საკმაოდ დატვირთული კვირა გელით. სამსახურში ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი, რაც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. კვირის პირველ ნახევარში სავარაუდოა საკმაოდ წარმატებული შეხვედრები, მივლინებები და სხვა მსგავსი აქტივობები. დაგჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების ნდობა და უნარი, რომ შუა გზაზე არ გაჩერდეთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს სამუშაოს ან გარემოს შეცვლა მოუწევს. ხუთშაბათს შეეცადეთ არანაირ კამათში არ ჩაერთოთ. კვირის მეორე ნახევარში მოგზაურობის შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 29.

 

ლომი

ამ კვირაში მოგიწევთ დახმარება სთხოვოთ მეგობრებსა და კოლეგებს, რადგან მხოლოდ მათთან ერთობლივი ძალისხმევით შეძლებთ თქვენი გეგმების განხორციელებას. სამშაბათს შესაძლოა პარტნიორებთან ურთიერთობა გართულდეს და ამის მიზეზი ნებისმიერი წვრილმანი იყოს, შეეცადეთ არ იკამათოთ. ოთხშაბათს დაგეგმილი საქმეები თავად განახორციელეთ, სხვას არ მიანდოთ, რათა რთულად გადასაწყვეტი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეთ. შაბათ-კვირას აქტიური დასვენებით ისარგებლებთ.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 31.

 

ქალწული

ამ კვირაში შესაძლებელია ბიზნესპარტნიორებთან სირთულეები შეგექმნათ, საჭიროა გონივრული კომპრომისი, მეტი არაფერი. პროფესიული თვალსაზრისით, პარასკევს მოსალოდნელია ძალიან სასარგებლო ნაცნობობის დამყარება და კარიერული წინსვლა. ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ პირად ცხოვრებაშიც ახალი საინტერესო მოვლენები გელით. თუ მარტოხელა ხართ, არ არის გამორიცხული, გამოჩნდეს ვინმე, ვინც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს და ცხოვრებას რომანტიკით აგივსებთ. კვირის ბოლოს მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას და მეტი დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 26, 31.

არასასიკეთო დღე: 25.

 

სასწორი

ამ კვირაში მხოლოდ ერთ, მთავარ მიზანზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, შემდეგ კი მისი განხორციელება დაიწყოთ. კარიერული განვითარება და პროფესიული ზრდა გელით. კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა გარკვეული სირთულეები წარმოიშვას ძველ ბიზნეს პარტნიორებთან და კოლეგებთან. ახლობლების მხარდაჭერა და ვარსკვლავების გავლენა გზას გაუხსნის ფინანსურ პროგრესს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენები გელით. შაბათ-კვირა ხელსაყრელი დროა პაემნებისა და სიყვარულის გამოცხადებისთვის. დასვენება სასურველია მშვიდ, განცალკევებულ ადგილას.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 26.

 

მორიელი

ამ კვირაში ბევრი საქმე გექნებათ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში, გაჩნდება კარიერული ზრდის შანსი და გაიზრდება კეთილდღეობა. გარემოებების წარმატებული კომბინაციით, ახალ ბიზნესპარტნიორებს იპოვით და მნიშვნელოვან კავშირებს დაამყარებთ საჭირო ადამიანებთან. ეს კვირა შეხვედრებისა და საინტერესო ნაცნობების სიუხვით დაგამახსოვრდებათ. დიდი ხნით ნუ გადადებთ პირადი პრობლემების მოგვარებას. კარგი დროა თქვენი ბედნიერებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მშვილდოსანი

ვარსკვლავების გავლენა ამ კვირაში დაგეხმარებათ, რომ ოჯახის წევრებთან უთანხმოება მოაგვაროთ, რაც დადებითი ენერგიით აგავსებთ და მზად იქნებით მთები გადადგათ წარმატების გზაზე. კარგი კვირაა პროფესიული და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. სტრესული პერიოდის შემდეგ შეძლებთ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სიხარულს და კმაყოფილებას მოგიტანთ. ამასთან, მნიშვნელოვანია გააკონტროლოთ თქვენი ქცევა ისე, რომ ირგვლივ მყოფებს ზიანი არ მიაყენოთ. კვირის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 27, 31.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თხის რქა

ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობას. შესაძლოა თქვენი პროფესიული მიღწევების მოულოდნელმა აღიარებამ გაგახაროთ. ორშაბათი კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. ოთხშაბათს თქვენ წინააღმდეგ მიმართული ინტრიგა გამოაშკარავდება და შურიანი ადამიანების ქმედებების გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ხუთშაბათს და პარასკევს თავდაჯერებულობა წარმატებას მოგიტანთ, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება. დაუთმეთ შაბათ-კვირა თქვენს ოჯახს, დროს მხიარულად და საინტერესოდ გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მერწყული

კვირის დასაწყისი რთული, თუმცა გადამწყვეტი იქნება თქვენი კარიერისთვის და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის. ხელსაყრელი დროა მივლინებისთვის, შეხვედრებისთვის და ახალი კარიერული ინტერესების მოსაძებნად. თქვენი ბიზნესგადაწყვეტილებები ორიგინალური და ეფექტურია. პროცესის შემოქმედებითი ნაწილიც წარმატებით განხორციელდება. ხუთშაბათს დაზოგეთ ენერგია, რადგან ნებისმიერ სამუშაოს შეუძლია ზედმეტი ენერგია წაგართვათ. შაბათს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაისეირნეთ და გაზაფხულის ჰაერი ჩაისუნთქეთ.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 28.

 

თევზები

სტაბილური ცხოვრების წესი და ოპტიმისტური განწყობა საშუალებას მოგცემთ ადვილად გადალახოთ დაბრკოლებები და გამარჯვებული გამოხვიდეთ თითქმის ნებისმიერი სიტუაციიდან. კვირის დასაწყისში სასურველია არ გადაიღალოთ. ნუ ეცდები ერთდროულად ათი საქმის გაკეთებას. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით გარიგებების დადებისა და დოკუმენტების ხელმოწერისას. შეიძლება წარმოიშვას გარკვეული გარემოებები, რომლებიც შეგაკავებთ და იძულებულს გაგხდით, თქვენი სიტყვები და ქმედებები გააკონტროლოთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ, ბუნებაში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 25.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: 25 მარტიდან 8 აპრილამდე დაბნელების დერეფანი გველის – რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება რთული და როგორ გავიაროთ ეს პერიოდი (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close