ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ საკადრო რევოლუცია იგეგმება და მომავალ სეზონს გუნდი განახლებული შემადგენლობით ითამაშებს, ბევრი ფეხბურთელი კი გუნდს დატოვებს, მათ შორის, იესპერ ლინდსტრომი, – ამის შესახებ გამოცემა Il Mattino წერს.
„გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა. დე ლაურენტისი ზაფხულში ძველ შემადგენლობას რადიკალურად შეცვლის, თუმცა რეალური პრობლემა ოსიმენის შემცვლელის პოვნა კი არ იქნება, არამედ მისი გაყიდვა. შესაძლოა, ამ ტრანსფერის ლოდინი აგვისტოს ბოლო დღეებამდე მოგვიხდეს.
გასაშვებთა და წამსვლელთა სია ძალიან გრძელია. დილემაა, აგრეთვე, ფრანჩესკო კალცონა იქნება თუ არა მწვრთნელი. მიდიან ნათანი, მაძოკი, ხუან ჯესუსი, ოსტიგორი, კაიუსტე, ლინდსტრომი და ასე შემდეგ. თუმცა თვეებია საჭირო იმის ზუსტად გასაგებად, რას გააკეთებს ზაფხულში ლაურენტისი“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.
დანიელ შემტევ იესპერ ლინდსტრომზე აქცენტი შემთხვევით არ გაკეთებულა, რადგან გასულ ზაფხულს ის სატრანსფერო ბაზარზე „ნაპოლის“ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი იყო – ნეაპოლელებმა ფრანკფურტის „აინტრახტს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადეს.
1tv.ge
კომენტარები