გიორგი შერმადინმა ესპანეთში ისტორიული რეკორდი დაამყარა (ვიდეო)
„ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ევროპის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატების ტურის MVP მეოცედ გახდა, რაც ამ ლიგის აბსოლუტური რეკორდია.
ამ მაჩვენებლით შერმადინი მიმდინარე წლის 6 იანვარს გაუთანაბრდა არვიდას საბონისსა და ლუ როს, როცა მე-17 ტურის MVP გახდა და ამჯერად, 25-ე ტურის იმავე პრიზის მოგებით ისტორიაში შევიდა. შერმადინი გასულ ტურში შეუჩერებელი იყო „ანდორასთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში – მან თავის ყოფილ გუნდთან (შერმადინმა მის რიგებში წარსულში 2 სეზონის განმავლობაში ითამაშა) შეხვედრაში 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. მისი სარგებლიანობის ინდექსმა 37 შეადგინა, რაც ვერავინ გადაფარა და ქართველი კალათბურთელი ესპანური ლიგის ახალი რეკორდსმენი გახდა.
აღსანიშნავია, რომ შერმადინს ეკუთვნის ესპანეთის უმაღლესი ლიგის რეკორდი თვის MVP-ს ტიტულებშიც. ქართველი ცენტრი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს.
კომენტარები