„ნაპოლის“ კლუბმა შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა ფეხბურთის გულშემატკივარ ქალბატონებს – 8 მარტს „ნაპოლი“ – „ტორინოს“ თამაშზე დასასწრები ბილეთები მათთვის განახევრებულ ფასში იქნება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები მედიატორი და აკრედიტებულ თარჯიმანი მაკა ხაჩოშვილი წერს.
„8 მარტს, „ნაპოლი“ – „ტორინოს“ თამაშთან დაკავშირებით, რომელიც 21 საათზე დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე გაიმართება, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კლუბმა გადაწყვიტა გამოყოს თამაშზე დასასწრები ბილეთის სპეციალური – განახევრებული ტარიფი, „ნაპოლის“ ყველა გულშემატკივარი ქალბატონისთვის“, – წერს მაკა ხაჩოშვილი.
კომენტარები