კინო/ფილმებიარტისტი

FORBES-მა 2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის სია გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა 2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის სია გამოაქვეყნა.  

რეიტინგში პირველი ადგილი 57 წლის მსახიობმა ადამ სენდლერმა დაიკავა. სენდლერმა 2023 წლის განმავლობაში საერთო ჯამში $97 მლნ გამოიმუშავა. 2023 წელს მისი მონაწილეობით Netflix-ზე გამოვიდა ფილმები „იდუმალი მკვლელობა“ და „შენ არ ხარ დაპატიჟებული ჩემს ბათ-მიცვაზე“, ასევე ანიმაციური ფილმი „ლეო“.

მეორე ადგილზეა მსახიობი მარგო რობი, რომელმაც „ბარბიში“ მთავარი როლი შეასრულა. მან 2023 წელს 59 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

33 წლის მარგო რობი ბოლო ათწლეულების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. დანარჩენი ცხრა მსახიობის საშუალო ასაკი კი 52 წელს აღემატება.

მესამე ადგილზე ტომ კრუზია 45 მლნ დოლარით.

წარმოგიდგენთ Forbes-ის რეიტინგის ათეულს:

  1. ადამ სენდლერი – $73 მლნ (Brutto $97 მლნ)
  2. მარგო რობი – $59 მლნ (Brutto $78 მლნ)
  3. ტომ კრუზი – $45 მლნ (Brutto $53 მლნ)
  4. რაიან გოსლინგი – $43 მლნ (Brutto $50 მლნ)
  5. მეთ დეიმონი – $43 მლნ (Brutto $50 მლნ)
  6. ჯენიფერ ენისტონი – $42 მლნ (Brutto $56 მლნ)
  7. ლეონარდო დიკაპრიო – $41 მლნ (Brutto $48 მლნ)
  8. ჯეისონ სტეტჰემი – $41 მლნ (Brutto $48 მლნ)
  9. ბენ აფლეკი – $38 მლნ (Brutto $45 მლნ)
  10. დენზელ ვაშინგტონი – $24 მლნ (Brutto $28 მლნ)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close