ჰოროსკოპი

ასტროპროგნოზი: გაზაფხულის პირველი თვე – როგორი იქნება მარტი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

გაზაფხულს ახალი იმედები მოაქვს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. როგორც წესი, ამ თვეში ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ ხდება.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი მიგვასწავლის გზას ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებში და გეგმების შედგენაში დაგვეხმარება.

გაზაფხული პოზიტიური დროა და ასტროლოგები გვირჩევენ, არ დავაგროვოთ უარყოფითი ემოციები, წყენები.

გაეცანით მარტის ჰოროსკოპს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი: თქვენი მთავარი მტერი ბანალური სიმხდალე გახდება. თუ სამყარო თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის და ამით არ ისარგებლებთ, ეს დიდი დანაკარგი იქნება. თვის შუა რიცხვებში წაგადგებათ სულიერი ძიებები და შემოქმედებითი მუშაობა. სასიყვარულო სფეროში, ეს განსაკუთრებით მარტოხელებს ეხება, მთელი თვე იღბალი თქვენი თანმდევი იქნება. არ შეუშინდეთ სიყვარულის აღიარებას, თუ ეს გულწრფელად მოდის თქვენი გულიდან.

კურო: ბუნებით ამბიციურები ხართ. მარტში შეიძლება ახალი მიზნების დასახვა და რაც მნიშვნელოვანია, მათი რეალიზაცია. სიყვარულში ოპტიმიზმი, სიკეთე და ჰარმონია დაგეხმარებათ. ოპტიმისტებს იღბალი არ მოგაკლდებათ სამსახურსა და ბიზნესში. მნიშვნელოვანი იქნება თანაგანცდის უნარი. 10 მარტის მერე იფრთხილეთ – არ გარისკოთ, არ იყიდოთ ძვირადღირებული ნივთები.

ტყუპი: 10 მარტიდან გარკვეული წარუმატებლობები გელოდებათ, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ სიყვარულის სფეროში – ნებისმიერ უთანხმოებას თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის „ჩინეთის კედლის“ აღმართვა შეუძლია. ნუ გააკრიტიკებთ ადამიანებს. წაგადგებათ თვითანალიზი. ასტროლოგები ამბობენ, რომ არ უნდა დაივიწყოთ საქმეები, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დაივიწყოთ ყველაფერი დანარჩენიც.

კირჩხიბი: შესაძლოა, გაზაფხულს შფოთვითა და განცდებით შეხვდეთ. ეს განსაკუთრებით გაძლიერდება 11 მარტისთვის, როდესაც ვენერა ნეგატიური გახდება და ეს თვის ბოლომდე გასტანს. თვის ბოლოსკენ ძალზე ყურადღებიანი უნდა გახდეთ, თქვენს თვალსა და ყურს არაფერი უნდა გამოეპაროს. გექნებათ სიყვარულის შეხვედრის, მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის დიდი შანსი. უმოქმედობა და სიზარმაცე ძალიან საშიშია.

ლომი: თავშეკავებული იყავით გარშემომყოფების – ყველას მიმართ. თუ თითოეულ პატარა უსიამოვნებას მნიშვნელობას მიანიჭებთ, არანაირი ნერვი არ გეყოფათ. 10 მარტიდან ფინანსურ სფეროში ეკონომიის საჭიროება წამოიწევს. სრულიად შესაძლებელია, რომ ცხოვრებამ სხვა კალაპოტში გადაინაცვლოს, რაც მოგცემთ საშუალებას, გახდეთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.

ქალწული: უფრო ხშირად მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ეს ყველა სფეროს ეხება – ფინანსურიდან დაწყებული, სასიყვარულოთი დამთავრებული. ასევე მოგიწევთ ადაპტაცია ცვლილებებთან, რომლებიც ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. 10 მარტიდან უნდა შეწყვიტოთ საყიდლები, არ გარისკოთ ბიზნესსა და სამსახურში, ხელფასზე უფროსობასთან არ დაიწყოთ ლაპარაკი. ახალ ურთიერთობებში შეგიძლიათ პირველი ნაბიჯები გადადგათ და საკუთარ გრძნობებზე ღიად ილაპარაკოთ.

სასწორი: თქვენთვის მარტში ყველაზე მთავარია, სახლში ხელსაყრელი გარემო და ენერგეტიკა შექმნათ: მოაწესრიგეთ საცხოვრებელი, საფუძვლიანად დაალაგეთ. ხელსაყრელ გარემოში უფრო ადვილად იმუშავებთ, დაისვენებთ, ძალებს აღიდგენთ. მთლიანობაში მარტი თქვენთვის შედარებით რიგითი და დაბალანსებული თვე იქნება თავისი წინსვლებითა და ვარდნებით, მუშაობითა და დასვენებით, ურთიერთობებითა და მარტოობით.

მორიელი: დადებით ტალღებს უარყოფითი შეცვლის, მრავალფეროვან დღეებს – ნაცრისფერი და ერთგვაროვანი. აქედან შეძლებთ გარკვეული სარგებლის მიღებას, რაც თქვენი მთავარი ამოცანა იქნება. მთავარია, ცუდ ფიქრებს არ აჰყვეთ და ირგვლივ მყოფები ნეგატიური აზრებით არ დამუხტოთ. ამან შეიძლება ადამიანები შეაშინოს და თქვენი დახმარების სურვილი გაუქროს. მარტი გულისხმიერი და კეთილი მორიელების თვეა – სწორედ მათ გაუმართლებთ ყველაზე მეტად.

მშვილდოსანი: ყველაფერს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. ვარსკვლავები და პლანეტები თვის მეორე დეკადაში ძლიერ დისონანსში იქნებიან. მეტი გულისხმიერება უნდა გამოიჩინოთ ნათესავების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. ნებისმიერი სიკეთე უახლოეს მომავალში ორმაგად დაგიბრუნდებათ. კარგი იქნება, თუ უკიდურესობაში არ გადავარდებით – დაიცავით ბალანსი ყველაფერში.

თხის რქა: თვის დასაწყისი თქვენთვის ფინანსური ზრდისა და პიროვნული განვითარებისთვის შესანიშნავი დრო იქნება. ურთიერთობებში კოლეგებთან, კლიენტებთან თუ პარტნიორებთან შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ ინერვიულებთ ყოველ წვრილმანზე. სიყვარულში უკიდურესობაში ნუ გადავარდებით – ეს მნიშვნელოვანია. მარტოხელები მთელი ძალებით მეორე ნახევრის პოვნაზე არ უნდა გადაერთოთ – ჯობია, ყურადღება გართობაზე და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე გადაიტანოთ.

მერწყული: თვის შუა რიცხვებში სასურველია, მოერიდოთ ბოროტ ადამიანებს, რათა მათი უარყოფითი ემოციები არ გადაგედოთ. არ აჰყვეთ მტრებისა და არაკეთილმოსურნეების პროვოკაციებს. პირიქით, ეცადეთ მათ დაშოშმინებას, არ შეგეშინდეთ პატიების თხოვნა. ირგვლივ მყოფებზე დიდი გავლენის მოხდენას შეძლებთ, იპოვით ახალ მეგობრებს. თქვენი ქარიზმა და მომხიბვლელობა სამაგალითო პიროვნებად გაქცევთ.

თევზები: მარტი ახალი შესაძლებლობებისა და ახალი ნიჭის განვითარების თვე გახდება თქვენთვის. კარგი იქნება, თუ დახმარებისთვის ირგვლივ მყოფებს მიმართავთ, გაითვალისწინებთ ახლობლების რჩევებს. მარტის ბოლოს, შესაძლოა, ცხოვრებისეულ გზაზე დილემის წინაშე აღმოჩნდეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაყოვნებისა და შიშის გარეშე მიიღეთ. საოჯახო საქმეებში აჯობებს, თუ საკუთარ პასუხისმგებლობას სხვას არ გადააბარებთ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close