სპორტი

„ნაპოლიმ“ „კალიარისთან“ მოგება ხელიდან გაუშვა, კალცონამ კვარაცხელია ისევ შეცვალა (ვიდეო)

გავრცელებული ხმები არ დადასტურდა – „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა „კალიარისთან“ შეხვედრაში, რომელთანაც ნეაპოლელებმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წამზე გაუშვეს – 1:1.

„ბარსელონასთან“ მომხდარი ინციდენტის გამო იტალიურ მედიაში ამტკიცებდნენ, რომ „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი ქართველ თავდამსხმელს დასჯიდა და სერია A-ს 26-ე ტურის გასვლით დაპირისპირებაში სასტარტო თერთმეტეულში არ ათამაშებდა.

კალიარიმ“ თამაში კარგად დაიწყო და „ნაპოლის“ მაღალი პრესინგით ავიწროებდა, რომელიც მეტოქის დაცვას ვერაფერს უხერხებდა. პირველი გოლი 32-ე წუთზე მასპინძლებმა გაიტანეს, მაგრამ ამირ რაჰმანის ავტოგოლი წესის დარღვევის გამო არ ჩაითვალა.

„ნაპოლი“ მეორე ტაიმში გაცილებით გააქტიურდა და 65-ე წუთზე დაწინაურდა. რასპადორიმ მცველს ფლანგზე ბურთი აართვა და კარის წინ ვიკქორ ოსიმენი მოძებნა, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით გუნდი დააწინაურა. ნეაპოლელებმა თავისი თამაში იპოვეს და სწორედ ამ დროს, 73-ე წუთზე კალცონამ კვარაცხელია ისევ შეცვალა. „ნაპოლიმ“ კი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 90+6-ე წუთზე სტუმართა მცველის, ჟუან ჟესუსის შეცდომით ზიტო ლუვუმბომ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „იუვენტუსს“ გასვლით მატჩში 27-ე წუთზე 2:1-ს უგებდა, მაგრამ ტურინელებმა თამაშის შემოტრიალება და 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით (დანიელე რუგანი) 3:2 მოგება შეძლეს. მატჩის გმირი დუშან ვლაჰოვიჩი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და მესამე გოლიც მისი ასისტით გავიდა. ქართველი თავდამსხმელი ბოლომდე „ფროზინონეს“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

იტალიის სერია A-ში გამართული 26-ე ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და ევროზონას ოთხი ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას – 11 ქულით. „ფროზინონე“ კი 23 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

1tv.ge

მსგავს თემაზე: რა თქვა „ნაპოლის“ მწვრთნელმა კვარაცხელიას შეცვლაზე „ბარსელონასთან“ შეხვედრაში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close