სპორტი

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა „ბარსელონასთან“ ფრედ დაასრულა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ მარადონას სახელობის სტადიონზე ესპანურ გრანდს „ბარსელონას“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დაასრულა – 1:1.

პირველ ტაიმში ნეაპოლელებმა ვერაფრით გამოიჩინეს თავი. „ბარსელონა“ გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა ლევანდოვსკის და გუნდოგანის დარტყმები კარის მიმართულებით მეკარე ალექს მერეტმა მოიგერია. „ნაპოლი“ პირველი ნახევრის ბოლოსკენ გააქტიურდა, თუმცა კარში სახიფათო დარტყმების განხორციელება ვერ შეძლო და პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა – 0:0.

მეორე ნახევარში უპირატესობა ისევ ესპანური გუნდის მხარეზე იყო და პირველი გოლიც „ბარსას“ პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა მე-60 წუთზე. მცველებმა დარტყმის მოგერიება ვერ შეძლეს, მერეტი კი მისგან მარჯვნივ, დაბალ კუთხეში დარტყმულ ბურთს ვერ მისწვდა და ანგარიში გაიხსნა.

68-ე წუთზე „ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა, რომელმაც ამის გამო უკმაყოფილება არ დამალა.

შეხვედრის 75-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც აფრიკის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი სწორედ დღეს ჩაატარა „ნაპოლის“ რიგებში, „ბარსას“ კარი აიღო და ანგარიში გათანაბრდა 1:1.

მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გოლის გატანისთანავე ისიც სათადარიგოთა სკამზე დასვა.

ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი ფრედ დასრულდა – 1:1.

მერვედფინალური ტურის განმეორებითი შეხვედრა ბარსელონაში თბილისის დროით 13 მარტს, 00:00 სთ-ზე გაიმართება და მაშინ გაირკვევა, ვინ შეძლებს თამაშის გაგრძელებას მეოთხედფინალურ ეტაპზე.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close