ვიდეოსპორტი

ისტორიაში პირველად – საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან სასიხარულო ცნობა მოვიდა – თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა და ქუთაისელმა გიორგი მუმლაძემ შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში ჩემპიონობა იზეიმეს. ინფორმაციას საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ჩვენმა მსროლელებმა ფინალში გერმანული წყვილი – ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17:15 დაამარცხეს და საქართველოს ისტორიაში პირველად სპორტის ამ სახეობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს დაეუფლნენ.

შეჯიბრებაში საქართველოს მეორე წყვილიც (მარიამ აბრამიშვილი და იოანე ხვარეშია) გამოდიოდა, თუმცა ფლეი-ოფის ოთხეულში ვერ მოხვდა და 561 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ შარშან ამავე რანგის ასპარეზობაზე შერეულ წყვილებში გათამაშებული ორი ბრინჯაოს მედლიდან ორივე ჩვენმა წყვილმა დაისაკუთრა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 26 თებერვალს დაიწყო უნგრეთის ქალაქ დიორში, საქართველოს სახელით 12 სპორტსმენი ასპარეზობს: ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, მარიამ მარშავა, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი, მარიამ ფროდიაშვილი, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ აბრამიშვილი, გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close