დასაქმებაეკონომიკასაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

მიცოტაკისის მთავრობა დათანხმდა, რომ საბერძნეთში სამუშაოდ ექვსი ქვეყნიდან 40 000 უცხოელს მიიწვევს

მიცოტაკისის მთავრობამ ხელშეკრულება დადო  საბერძნეთში 40 000 უცხოელი მუშაკის ჩასვლის შესახებ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სამშენებლო სექტორებში სამუშაოდ, სადაც მუშახელის დეფიციტია. შრომითი მიგრანტები საბერძნეთში ევროპიდან – სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან ჩავლენ, აზიიდან კი – ინდოეთიდან, ფილიპინებიდან და ვიეტნამიდან. ამის შესახებ „კათიმერინი“ წერს

ინდოეთთან პირველი შეთანხმება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მარტში გაფორმდება და პარლამენტი მალევე მოახდენს მის რატიფიცირებას.

ინდოეთთან შეთანხმება ერთი ნაწილია საბერძნეთის მთავრობის ფართო გეგმისა, რომელიც მოიცავს ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას მთლიანობაში 6 ქვეყანასთან  და მისი საბოლოო მიზანია საბერძნეთში ამ 6 ქვეყნის 40 ათასი მოქალაქის ჩაყვანა სამუშაოდ, როგორც მთავრობა ამბობს, „მუშახელზე ქვეყნის მუდმივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად“.

ისინი სოფლის მეურნეობაში, ტურიზმსა და მშენებლობაზე იმუშავებენ, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტია.

ამ ექვს ქვეყანასთან გაფორმებული შეთანხმებები არის საბერძნეთის მთავრობის სტრატეგიის მეორე ნაბიჯი მუშახელის  უკმარისობისა  და შრომის ბაზარზე დიდი დეფიციტის სერიოზული პრობლემის გადასაჭრელად.

პირველი ნაბიჯი იყო უკვე ცნობილი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა საშობაო პერიოდში მიიღო და რომელიც ეხება საბერძნეთში უკვე მცხოვრებ არალეგალურ დასაქმებულთა ლეგალიზაციას, რასაც ანდონის სამარასის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ამ უკანასკნელის თქმით, მიღებული კანონპროექტი საბერძნეთის არასწორი გზავნილია და რეალურად რეკომენდაციას უწევს საიმიგრაციო პოლიტიკის „შემსუბუქებას“.

მთავრობის მიერ დაგეგმილი მესამე ნაბიჯი კი შეეხება ადმინისტრაციული მექანიზმის მოდერნიზებას, რათა ბინადრობის ნებართვების გაცემა და განახლება უფრო სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს. მისი მიზანია შეიქმნას სისტემა, რომლის მეშვეობითაც საბერძნეთის რეგიონებს შეეძლებათ გაგზავნონ მოთხოვნები საზღვარგარეთ საელჩოებსა და საკონსულოებში სამუშაო ძალის მოსაძებნად, რაც აქამდე ფოსტით და კურიერის საშუალებით ხდებოდა და ეს პროცესი ძალიან შრომატევადი იყო და დიდ ხარჯებს მოითხოვდა.

პროცესის გაციფრება განხორციელდება ციფრული მმართველობის სამინისტროსთვის gov.gr-ის მეშვეობით, ამჟამად ხელმისაწვდომი საშუალებებით, რათა შესაძლებელი გახდეს დოკუმენტების გადაცემა თითოეული საკონსულოს ყუთებისთვის. ეს არსებითად არის „საკონსულოების გაციფრება“, მსხვილი პროექტი, რომელსაც აღდგენის ფონდი აფინანსებს და რომელიც 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება.

მიცოტაკისის მთავრობას მიაჩნია, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა არა მხოლოდ მოკლევადიან შედეგებს მოიტანს შრომითი საჭიროებების დასაფარად, არამედ უფრო უსაფრთხოა ქვეყნისთვის, რადგან ემიგრანტები, რომლებიც იმუშავებენ, სრულიად ლეგალურად იქნებიან ქვეყანაში, საბერძნეთის სახელმწიფოს ეცოდინება, სად მუშაობენ ისინი და რამდენს გამოიმუშავებენ, გადასახადებს გადაიხდიან და არადეკლარირებული სამუშაო აღარ იარსებებს.

ცნობილია, რომ სხვადასხვა სექტორში, მაგალითად, ტურიზმში ახალგაზრდა ბერძნები სამუშაოდ არ მიდიან კუნძულებზე, რადგან მათ არ მოსწონს დაბალი ხელფასი და უბადრუკი პირობები. ამიტომ ისინი სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ბევრად უკეთეს ანაზღაურებას და ცხოვრების პირობებს სთავაზობენ, მათ ნაცვლად კი საბერძნეთში სხვა ქვეყნებიდან იწვევენ შრომით მიგრანტებს.

მუშახელის პრობლემა აქვთ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის, გერმანიას და ამ ფონზე საიმიგრაციო კანონმდებლობას გერმანიაც ამარტივებს.

გერმანიაში სამუშაოდ ჩასვლა გამარტივდა – ახალი საიმიგრაციო კანონის რამდენიმე დებულება უკვე ამოქმედდა

არალეგალური მიგრანტების მორიგი ლეგალიზაცია საბერძნეთში – ვის ეხება ახალი რეგულაცია?

არალეგალური მიგრანტების მორიგი ლეგალიზაცია საბერძნეთში – ვის ეხება ახალი რეგულაცია?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close