ამინდისაქართველო

გაფრთხილება ამინდის შესახებ – უახლოეს დღეებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სინოპტიკოსთა ცნობით, 28 თებერვლამდე საქართველოში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

„25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close