ვიდეოეკონომიკაიტალია

ნეაპოლის ერთ-ერთ ქუჩაზე ორი მანქანა უფსკრულმა „ჩაყლაპა“ (ვიდეო)

უბედური შემთხვევა მოხდა დღეს დილით, გამთენიისას ნეაპოლში, სადაც ერთ-ერთ ქუჩაზე უეცრად მიწა ჩავარდა და წარმოქმნილ დიდ ღრმულში 2 მანქანა აღმოჩნდა – ერთი, რომელიც იქ იყო გაჩერებული და მეორე, გამვლელი – თავის მგზავრებიანად. საბედნიეროდ, მგზავრთაგან არავინ დაშავებულა სერიოზულად, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათ შოკი განიცადეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

შემთხვევა ნეაპოლის სან-მარტინოს რაიონში, მორგენის ქუჩის 63 ნომერში მდგარი სახლის წინ მოხდა. გამვლელი მანქანის მგზავრებს ამოსვლაში „უსაფრთხო გზების“ სამსახურში მორიგეობაზე მყოფი ორი ჯარისკაცი დაეხმარა, რომლებიც უზარმაზარ ორმოში ჩავიდნენ, მანქანის კარი გააღეს და მგზავრებს ამოსვლაში დაეხმარნენ.

ნეაპოლის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მომხდარის მიზეზების დასადგენად.

როგორც ცნობილი გახდა, ტროტუარის ნაწილი დღეს დილის ხუთ საათზე ჩავარდა. ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი პოლიციის, 118-ის და სამოქალაქო დაცვის თანამშრომლები. პირველადი ინფორმაციით, გამვლელი მანქანის მგზავრებმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, თუმცა, ცხადია, დიდი შიში განიცადეს. მათ დამოუკიდებლად მოახერხეს მანქანიდან გადმოსვლა. ამჟამად ტერიტორია შემოსაზღვრულია.

პირველადი შემოწმების შედეგად, როგორც ჩანს, კანალიზაცია ჩამოინგრა და წყალმომარაგების მილსადენი გასკდა სან-მარტინოს რაიონში, რის გამოც წყლის მიწოდება შეწყდა ვანვიტელის მოედნიდან ზემოთ.

შემთხვევის ადგილიდან ქვემოთ, კერბაკერის ქუჩაზე ტერასებიდან წყალი მდინარესავით წამოვიდა და რამდენიმე სახლი დაიტბორა.

უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, ვია მორგენის 63 ნომრის მცხოვრებლები სახლიდან გაიყვანეს. სწორედ ამ შენობის წინ გაჩნდა უზარმაზარი ღრმული.  ამის შესახებ  NoiConsumatori.it-ის პრეზიდენტმა, ადვოკატმა ანჯელო პიზანიმ განაცხადა.

„ეს პირველი მსგავსი ეპიზოდი არ არის ნეაპოლში. ქუჩა დროებით დაიკეტა, საინტერესოა, რატომ არ ჩატარდა ტერიტორიის, ჩვენი ქუჩების და უსაფრთხოების  საგულდაგულო და დეტალური მონიტორინგი?“ – კითხულობს ადვოკატი.

რამდენიმე ხნის წინ nostal.ge წერდა, რომ იტალიის ქალაქ ნეაპოლში 2000 კვ. მეტრი მოედანი 20 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა (ვიდეო)

ნინო ხოშტარია

იტალიის ქალაქ ნეაპოლში 2000 კვ. მ მოედანი 20 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close