ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა სამყაროში ყველაზე კაშკაშა ობიექტი – კვაზარი J059-4351, რომელიც მხატვრის (Pictor) თანავარსკვლავედში მდებარეობს. იგი დედამიწიდან 12 მლრდ სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. ამის შესახებ ევროპის სამხრეთი ლაბორატორია (ESO) იუწყება.
შეგახსენებთ, რომ კვაზარები – გალაქტიკების მანათობელი აქტიური ბირთვებია, რომლებსაც სუპერმასიური შავი ხვრელები კვებავენ.
როგორც წესი, ყველაზე კაშკაშა კვაზარები ყველაზე სწრაფად მზარდია. მოცემული კვაზარი, ასტრონომების აზრით, მზეზე 500-ტრილიონჯერ უფრო კაშკაშაა. ხოლო შავი ხვრელი, რომელიც მას კვებავს, მზის მასას 17-მილიარდჯერ აჭარბებს და ყოველდღიურად იმდენივე მატერიას შთანთქავს, რამდენსაც თავად ვარსკვლავი შეიცავს.
კვაზარი მრავალი წლის განმავლობაში შეუსწავლელი რჩებოდა. ტელესკოპმა Schmidt მა ის 1980 წელს დააფიქსირა, თუმცა მეცნიერებმა ობიექტი კვაზარად მხოლოდ 2023 წელს აღიარეს.
კომენტარები