მოგზაურობაnews

„პეგასუსმა“ ხელბარგის უფასო წონა შეამცირა – რამდენი კილოგრამის ატანა შეგეძლებათ ბორტზე

თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუსმა“ ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა შეამცირა.

თუ აქამდე ყველაზე იაფ ბილეთზე 8 კილო ბარგის წაღება შეგეძლოთ, ახალი წესის თანახმად, ხელბარგის წონა 3 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

განახლებული მონაცემები უკვე ჩანს ბილეთის შეძენისას. ვებსაიტზე სასურველი მიმართულებით ფრენის მოძებნის შემდეგ ჩნდება წარწერა, რომლის თანახმადაც, ხელბარგის დასაშვები ზომებია 40/30/15 სმ და წონით 3 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეს მგზავრობის ღირებულებას ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაზრდის.

კომპანიაში განმარტავენ, რომ იმ ბილეთებზე, რომლებიც 14 თებერვლამდეა დაჯავშნილი, ახალი წესი არ იმოქმედებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close