მსოფლიოკულტურა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს მამლის ახალი სიმბოლო დაამაგრეს – როდის გაიხსნება ნოტრ-დამი

2009 წლის აპრილში მომხდარი ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის განახლებულ ვერსიას პირველად ვხედავთ – კონკრეტულად მის წინა ფასადს, წაწვეტებული კონუსებით, ოქროს მამლითა და ჯვრით, თუმცა ტაძრის ორ კოშკს შორის მოქცეული ახალი ოქროსფერი მამალი უბრალოდ მიმართულებისთვის კი არ არის, არამედ სიმბოლოა, რომელიც ფენიქსს ასახავს.

მართალია, მანამდე არსებული ემბლემა ხანძარს გადაურჩა, მაგრამ იგი მუზეუმში დაიდებს ბინას, რათა ნოტრ-დამის ისტორიული წარსულის ხელშესახები სიმბოლო იყოს.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ მალე გაიღება – როგორც ვიგებთ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ვიზიტორებისთვის 2024 წლის 8 დეკემბერს ხელახლა გახსნის კარებს. მართალია, ელოდნენ, რომ პარიზის ოლიმპიადისთვის ღია იქნებოდა, მაგრამ ივლისსა და აგვისტოში, როცა ქალაქი მილიონობით ტურისტით გაივსება, იგი სტუმრებს არ უმასპინძლებს…

აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქცია ინოვაციური უსაფრთხოების ზომების დანერგვასაც მოიცავს, მათ შორისაა სახანძრო სისტემა, რომელიც სახურავის ქვეშ იქნება მოთავსებული. პროექტის ღირებულება ჯერჯერობით 700 მილიონი ევროა და უმეტესად შემოწირულობებითაა დაფინანსებული. ტაძრის აღდგენაზე ყოველდღიურად 500 ადამიანი მუშაობს.

marketer.ge

რამდენი წელი დასჭირდება ხანძრისგან განადგურებული ნოტრ-დამის აღდგენას და როგორ გადაარჩინა XIX საუკუნეში ტაძარი ვიქტორ ჰიუგომ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close