იტალიასაქართველოსპორტი

მსოფლიოს N1 იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta Dello Sport უკვე საქართველოშია

ქართულ ვერსიას საქართველოში უახლოეს პერიოდში ვიხილავთ

იტალიური ტოპგამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ქართულ ვერსიას საქართველოში უახლოეს პერიოდში ვიხილავთ. მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც 2024 წლიდან გამოცემის ქართული ვერსია უკვე ოფიციალურად გამოიცემა.

„კონტენტის 70% მსოფლიო სპორტის შესახებ იქნება წარმოდგენილი, ხოლო 30% კი დაეთმობა საქართველოში მიმდინარე სპორტულ ამბებსა და სიახლეებს, ასევე, საქართველოში მიმდინარე სპორტული სიახლეები გაშუქდება საზღვრებს გარეთ, რაც ქართულ სპორტსა და ქართველ სპორტსმენებს მისცემს არაერთ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავი საქართველოს საზღვრებს მიღმაც“, – ნათქვამია ქართული კომპანია SMH Global-ის განცხადებაში, რომელიც La Gazzetta dello Sport-ის ფრანჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი გახდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში ცნობილი იტალიური გამოცემის ქართული ვერსიის, La Gazzetta Dello Sport Georgia-ს დაარსებაზე.

„…მახსოვს, წლების წინ, როდესაც იტალიაში ვთამაშობდი, რამდენად რთული იყო სერია A-ს მატჩების ნახვა. ხალხი ღამეებს ათენებდა, რომ თამაშებისთვის უცხოურ არხებზე ეყურებინა.

დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს – ფეხბურთის გამო ისევ ღამეებს ვათენებთ, რომ ვუყუროთ კვარას და ჩვენს სხვა ბიჭებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ და გვახარებენ. უკეთესი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი სპორტსმენების და ფეხბურთელების შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღოთ. იტალიური გამოცემის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო.

რა მახსენდება ამ გამოცემაში ჩემზე დაწერილი სტატიებიდან? ყველაზე მეტად „ინტერთან“ „მილანმა“ 1:0 რომ გავიმარჯვეთ და ეს მატჩი ჩემი გატანილი გოლით მოვიგეთ. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებები – რა ვიცი, ბევრი რამ. მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება. ჩემთვის ეს ემოციური დღეა, რადგან ამ გამოცემასთან წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი და დღესაც, სხვათა შორის, კარგი ურთიერთობა მაქვს. მიხარია, რომ საქართველოში იქნებიან წარმოდგენილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობილი იტალიური გამოცემა „ლა გაზეტა დელო სპორტი“ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1896 წლის 3 აპრილს დაარსდა და დღემდე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს სხვადასხვა სპორტის და, მათ შორის, რა თქმა უნდა, ფეხბურთის გაშუქების თვალსაზრისით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close