მსოფლიოხელოვნება

რუმინეთი ევროვიზიაში მონაწილეობას არ მიიღებს – მიზეზი უსახსრობაა

2024 წლის ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში რუმინეთი მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რომელიც რუმინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, TVR-ს აქვს.

TVR-ის დირექტორთა საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, სადაც საბჭოს წევრებმა წლევანდელ ევროვიზიაზე ასპარეზობის საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ რუმინეთი 2024 წლის კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს.

„დირექტორთა საბჭომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც არ შეიცავს საკმარის ფინანსურ რესურსს, რათა ევროვიზიის კონკურსში რუმინეთის მონაწილეობა უზრუნველყოს“, – წერია TVR-ის განცხადებაში.

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. საქართველოს მუსიკალურ კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს.

მალმეში 30 იანვარს გამართული წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე 9 მაისს იმღერებს მეორე ნახევარფინალური შოუს მეორე ნახევარში.

„ოცნებები ხდება! მთელ გულსა და სულს ჩავდებ, რომ ჩემი ქვეყანა და ხალხი ვასახელო“ – ევროვიზია 2024-ზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს (ვიდეო)

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close