ვიდეოარტისტისაქართველო

„ოცნებები ხდება! მთელ გულსა და სულს ჩავდებ, რომ ჩემი ქვეყანა და ხალხი ვასახელო“ – ევროვიზია 2024-ზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს (ვიდეო)

საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს.

ნუცა 5 წლიდან მღეროდა ანსამბლ „მართვეში“, შემდეგ იყო საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი, უკრავდა გიტარაზე.

მომღერალს წლების განმავლობაში 10-ზე მეტ ქართულ და უცხოურ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული და ბევრჯერაც მოიპოვა აღიარება.

გასულ წელს ნუცამ მონაწილეობა მიიღო პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუში American Idol, სადაც top 12 მონაწილეში მოხვდა, ხოლო შოუს ფინალში შეასრულა დუეტი ავსტრალიელ პოპვარსკვლავთან, კაილი მინოუგთან ერთად.

„ევროვიზია! ოცნებები ხდება! ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გპირდებით, მთელ გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო“, – დაწერა  ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში.

2023 წელს საქართველო ევროვიზიაზე ირუ ხეჩანოვმა (Iru) წარადგინა. მომღერალი კონკურსს ნახევარფინალში გამოეთიშა.

საქართველო კონკურსის მოგებას მეთექვსმეტედ შეეცდება. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ დაიკავა მე-9 ადგილი, ხოლო 2011-ში – ჯგუფმა Eldrine-მა.

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 (ნახევარფინალები) და 11 მაისს (ფინალი) გაიმართება.

ნუცას პირველი ინტერვიუ ევროვიზიასთან დაკავშირებით უკვე გამოქვეყნდა იუთუბ არხზე.

მანანა ბანძელაძე

ნუცას ბრწყინვალე, თუმცა ბოლო გამოსვლა AMERICAN IDOL-ში – „შენ უკვე ხარ ვარსკვლავი“ (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close