საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთი: AMKA-ს გაცემის რეჟიმი იცვლება – რას გულისხმობს სოციალური დაზღვევის ნომრის გაცემის ახალი რეგულაციები

შემოდის ნომრის აქტივაციის და დეაქტივაციის პროცედურა, თუ AMKA-ს მფლობელი აღარ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს

ხელმოწერილია 9 პროფილური სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილება (ΚΥΑ), რომელიც სოციალური დაზღვევის ნომრის – ΑΜΚΑ-ს გაცემის ახალ სქემას განსაზღვრავს, აგრეთვე, მისი აქტივაციის ან დეაქტივაციის ახალ პირობებს ადგენს.

ΚΥΑ  ზუსტად არჩევს ბენეფიციარს, ΑΜΚΑ-ს პირველადი გაცემის ეტაპს აქტივაციის ეტაპიდან გამოყოფს და ამარტივებს ნომრის შემოვლითი გზებით მიღების ფაქტების გამოვლენას ჯვარედინი ელექტრონული შემოწმებების მეშვეობით.

AMKA-ს აღებასთან დაკავშირებული რეფორმის მთავარ მიზანს წარმოადგენს:

  1. AMKA-ს სტრუქტურის მოდერნიზაცია მისი გაცემისა და აქტივაციის ცალკეული ეტაპების შემოღებით.
  2. AMCA-ს გაციფრება და დაწესებულებების თავსებადობა მოქალაქეების მომსახურების ხარისხს აუმჯობესებს და მონაცემთა ჯვარედინ შემოწმებას ამარტივებს.
  3. ისეთი შემოვლითი მოვლენების შეზღუდვა, როგორიცაა AMCA-ს აღება იმ პირების მიერ, რომლებიც ბენეფიციარებს არ წარმოადგენენ და მათ მიერ ნომრის მუდმივი გამოყენება უფასო სამედიცინო დახმარებით სარგებლობისთვის ან სოციალური შეღავათების მისაღებად.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, AMKA-ს ბენეფიციარები არიან:

  • საბერძნეთის მოქალაქეები;
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები;
  • მესამე ქვეყნების მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები;
  • არასრულწლოვანები.

ბენეფიციარებისთვის АМКА-ს მინიჭების შემდეგაც ნომერი არააქტიური რჩება და მისი აქტივაცია ხდება მხოლოდ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების და ფაქტობრივი ყოფნის დამტკიცების შემდეგ. ლეგალური ცხოვრების დადასტურებად განიხილება პირადობის დამადასტურებელი მოქმედი მოწმობა ან ბერძნული პასპორტი. ფაქტობრივი ცხოვრების მტკიცებულებად ითვლება საგადასახადო რეზიდენტობის  დადასტურება, დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა  სამუშაო ადგილიდან ან საიტზე  ΕΡΓΑΝΗ განთავსებული შრომითი ხელშეკრულება.

გადაწყვეტილებაში მოცემულია განსხვავებები АМКА-ს გაცემასთან დაკავშირებით საბერძნეთის მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის

  1. АМКА-ს გაცემა საბერძნეთის მოქალაქეებისა და ექსპატრიანტებისათვის

საბერძნეთის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერი ცხოვრების დასამტკიცებლად, შრომის ბაზარზე წვდომისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ჩასართავად მოეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთი ან ბერძნული პასპორტი.

2. АМКА-ს გაცემა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის 

მათ საბერძნეთის ტერიტორიაზე კანონიერი ცხოვრების დასამტკიცებლად, შრომის ბაზარზე წვდომისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ჩასართავად  სჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთი ან ევროკავშირის წევრის ქვეყნის მოქალაქის პასპორტი.

3. АМКА-ს გაცემა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის 

ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერი ცხოვრების დასამტკიცებლად, შრომის ბაზარზე წვდომისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ჩასართავად მათ სჭირდებათ მესამე ქვეყნის მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი პირისა, რომელიც საერთაშორისო დაცვით სარგებლობს, აგრეთვე, მოქმედი ბინადრობის ნებართვა მუშაობის უფლებით.

მათთვის, ვისაც ობიექტურად არ გააჩნია პასპორტი – საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირებისა და დროებითი დაცვის ბენეფიციარებისთვის საკმარისია ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის მოქმედი დოკუმენტი მუშაობის უფლებით.

რა არის გათვალისწინებული მიგრანტი დევნილებისთვის

აგრეთვე, გადაწყვეტილებაში მოცემულია განსაკუთრებული დებულებები მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ისეთებისთვის, როგორებიც არიან თავშესაფრის მაძიებელი უსახლკარო ადამიანები. თავშესაფრის მთხოვნელებს საერთაშორისო დაცვის პრეტენდენტის ბარათთან ერთად ავტომატურად ეძლევათ უცხოელის დაზღვევის და სამედიცინო მომსახურების დროებითი ნომერი (PAAYPA), რომელიც მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევას უზრუნველყოფს. თუ თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, PAAYPA  AMKA-დ კონვერტირდება, თუ თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხდება PAAYPA-ს ავტომატური დეაქტივაცია.

უსახლკაროების შემთხვევაში დებულება ითვალისწინებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების დასადასტურებლად მათთვის საკმარისია ცნობა საერთო საცხოვრებლის მომსახურებით სარგებლობის შესახებ ან ცნობა მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურებიდან ან საზოგადოებრივი ცენტრიდან.

მინისტრების მემორანდუმის თანახმად, АМКА-ს დეაქტივაცია ხდება, თუ შემდეგი კრიტერიუმებიდან რომელიმე არ სრულდება:

  1. კანონიერი ცხოვრება ან
  2. შრომის ბაზარზე წვდომა ან
  3. ქვეყანაში ეფექტიანი ცხოვრება, არასრულწლოვანი ბენეფიციარების გამოკლებით, ან
  4. თუ უშუალოდ დაზღვეული პირის სოციალური დაზღვევის ნომერი დეაქტივირებულია, ხდება ირიბად დაზღვეული ზრდასრული პირების ან არასრულწლოვანების „ამკას“ დეაქტივაცია.

АМКА-ს დეაქტივაციის შემთხვევაში მის მფლობელს აქვს საშუალება, ერთჯერადად, დროებით მოახდინოს მისი აქტივაცია 30 დღით, ამ ხნის განმავლობაში კი უნდა წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტები, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი, რათა მისი სოციალური დაზღვევის ნომერი თავიდან გააქტიურდეს.

„რეფორმის მიზანია კანონიერების შემოწმება“

შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ პანოს ცაკლოღლუმ (Πάνος Τσακλόγλου) განაცხადა, რომ „KYA-ს მიღებასთან ერთად AMKA-ს სტატუსის რეფორმირება ხდება მთავარი მიზნით – გააკონტროლონ საბერძნეთის სოციალური უზრუნველყოფის სისტემასთან მოქალაქეების ყოველი კონტაქტის კანონიერება ჯანდაცვის ეროვნული სისტემის და სოციალური დახმარების ყველა სახეობის ხელმისაწვდომობისთვის როგორც დაზღვეულთათვის, ისე დაზღვევის არმქონე პირებისთვის“.

მისივე თქმით, „ახალი რეგულაციებით შემოდის ნომრის აქტივაციის და დეაქტივაციის პროცესი, თუ AMKA-ს მფლობელი აღარ დააკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და, უპირველეს ყოვლისა, თუ იგი შეწყვეტს მუდმივად და ლეგალურად ცხოვრებას საბერძნეთში“.

„შრომის სამინისტროს მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ, ერთი მხრივ, უკეთესად მოემსახუროს მოქალაქეებს, მეორე მხრივ კი, თავიდან აიცილოს მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში, კერძოდ, AMKA-ს გაცემა არაბენეფიციარ პირებზე, რომლებიც ყალბ დოკუმენტებს წარადგენდნენ ან ნომრის შემდგომი გამოყენება არაბენეფიციარების მიერ უფასო სამედიცინო მომსახურების ან სოციალური შემწეობების მისაღებად“, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close