სამზარეულოკულტურასაქართველო

„სტუმარმასპინძლობა საქართველოში მთავარი კერძია“ – Madrid Fusion

29-31 იანვარს ესპანეთში, მადრიდში საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტროკონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

3 დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში მოექცევა. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.

საერთაშორისო გასტროკონგრესის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე Madrid Fusión-ის ფეისბუქგვერდი საქართველოს  შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“, – აღნიშნულია პოსტში.

საქართველო Madrid Fusión 2024-ზე 29-31 იანვარს სტუმრის სტატუსით წარდგება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

მათივე ცნობით, სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

საერთაშორისო გასტროკონგრესზე – Madrid Fusión 2024-ზე საქართველოსთან ერთად არგენტინას, აშშ-ს,  ბელგიას, დანიას, იტალიას, კოლუმბიას, კორეას, ნორვეგიას, საფრანგეთს, ფილიპინებს, შვეიცარიას, ჩილეს და სხვა ქვეყნებს მასპინძლობას ესპანეთი გაუწევს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close