მიგრაციასაქართველო

2023 წელს საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა რაოდენობის შესახებ გასული წლის IV კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 20 601-ით მეტი იყო, ვიდრე ქვეყნიდან გასულებისა. 

ამასთან, 2023 წლის ცხრა თვეში (იანვარი – სექტემბერი) ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა უკან დაბრუნებულთა რაოდენობას 37 636-ით სჭარბობდა.

მთლიანობაში 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან 17 035-ით მეტი საქართველოს მოქალაქე გავიდა, ვიდრე უკან დაბრუნდა.

2022 წელს ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა ქვეყანაში შემოსული ჩვენი თანამოქალაქეების რიცხოვნობას 44 985-ით აღემატებოდა, ანუ 2023 წელს საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 27 950-ით ანუ 62,1%-ით შემცირდა.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close