ასტროლოგების აზრით, თუ სწორად შევარჩევთ საფულეს, რომელიც მნიშვნელოვანი აქსესუარია ჩვენს ცხოვრებაში, ის აუცილებლად მოიზიდავს ბარაქას, დაგვეხმარება დავზოგოთ და დავაგროვოთ ფინანსები.
როგორ მივაღწიოთ ამას?
პირველი რიგში, არ დაზოგოთ თანხა საფულის არჩევისას. უმჯობესია აირჩიოთ ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული საფულე. ეცადეთ უპირატესობა დიდი ზომის მოდელებს მიანიჭოთ, რათა კუპიურები არ დაიჭმუჭნოს და დაიხეს.
ასევე მნიშვნელოვანია საფულის სისუფთავე და მოწესრიგება. არ შეინახოთ მასში რაიმე ქვითრები ან არასაჭირო ქაღალდები – გადატვირთული საფულე ფულის ენერგიას არ მიიზიდავს. და არ უნდა დატოვოთ იგი ცარიელი, მასში ყოველთვის უნდა იყოს რაღაც თანხა.
და კიდევ, მნიშვნელოვანია აირჩიოთ საფულის ფერი, რომელიც თქვენს ფინანსურ ენერგიას გაზრდის. საფულის ფერი კი თქვენი ზოდიაქოს ნიშანის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.
თუ ერთი ფერის საფულეს არ გხიბლავთ, მაშინ სასურველია პრინტში ასტროლოგების მიერ რეკომენდებული ფერი დომინირებდეს.
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა წითელ საფულეს უნდა მიანიჭონ უპირატესობა. ვერძს მართავს პლანეტა მარსი, თქვენ ტემპერამენტიანი ინდივიდები ხართ, ამიტომ თქვენი ცხოვრება და საფულე კაშკაშა და შესამჩნევი უნდა იყოს. მოსაწყენი ფერის საფულე უბრალოდ დაიკარგება თქვენი ენერგიების ქარიშხალში.
კურო
კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის შესაფერისია თოვლივით თეთრი, ვარდისფერი ან კაშკაშა ლურჯი ფერის საფულე. კურო პრაქტიკული ნიშანია, მას პლანეტა ვენერა მართავს, რომელსაც ფუფუნებით ტკბობა და სიმდიდრეში ელვარება უყვარს. ამიტომ ამ სამი ფერიდან შეარჩიეთ ლამაზი და ძვირადღირებული საფულე.
ტყუპი
ტყუპებმა მწვანე საფულე უნდა აირჩიონ. ამ ნიშნის მმართველის, მერკურის წყალობით, ტყუპების ძლიერი მხარეა სიმსუბუქე, მოქნილობა და კომუნიკაბელურობა. თქვენ გაქვთ სწრაფად მოლაპარაკების უნარი და შეგიძლიათ მარტივად შეავსოთ თქვენი საფულე სწორი კავშირების საშუალებით, მაგრამ თქვენთვის დამახასიათებელია ისეთი თვისებაც, როგორიც არის მფლანგველობა, ზედმეტად სწრაფი და ზოგჯერ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ხარჯებთან დაკავშირებით, ამიტომ მწვანე ფერი დაგეხმარებათ, რომ თანხა მნიშვნელოვნად დაზოგოთ.
კირჩხიბებს გულწრფელობა, სინაზე და ემოციურობა ახასიათებთ. ამ ნიშნის მმართველი მთვარეა, მზის სისტემის ერთ-ერთი უდიდესი თანამგზავრი, რომელიც თავისი მმართველობის ქვეშ მყოფ ნიშანს ბუნებრივ იდუმალებასა და სინაზეს ანიჭებს. კირჩხიბებს მშვიდ მდგომარეობაში ფულთან დაკავშირებული პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა შეუძლიათ, ამიტომ უმჯობესია დამამშვიდებელი ელფერის საფულე შეარჩიონ. სასურველი ფერებია: რძისფერი, თეთრი, ვერცხლისფერი ან მარგალიტისფერი.
თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ლომია, მაშინ დაბადებით ლიდერი ხართ და მთელი სამყაროს შეცვლის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ ხართ ამბიციური, გულუხვი, დიდსულოვანი. მზე განსაკუთრებულ ძალას გაძლევთ. ლომებისთვის ფულის მოზიდვა სირთულეს არ წარმოადგენს, ისინი ფულის ენერგეტიკას გრძნობენ, მაგრამ უმჯობესია ცნობილი ბრენდის საფულე აირჩიოთ და ყოველთვის კაშკაშა ფერის: ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მოწითალო-ნარინჯისფერი.
რომელი ზოდიაქოს ნიშნები იზიდავენ ფულს?
ქალწულები სისუფთავის ყველაზე დიდი მოყვარულები, ასევე პერფექციონისტები არიან. ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველი პლანეტა მერკურია. და იმისათვის, რომ თქვენმა საფულემ თანხა მოიზიდოს, სასურველია შეარჩიოთ მწვანე და იისფერი ელფერის საფულეები. ასევე საფულე განსაკუთრებულ წესრიგში უნდა გქონდეთ – ეს ყველაფერი ფინანსების შენარჩუნებასა და გაზრდაში დაგეხმარებათ.
სასწორი
სასწორის ნიშნის წარმომადგენელთა მმართველი პლანეტა ვენერაა. თუ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით სასწორი ხართ, ვენერა გაძლევთ სილამაზეს, მიმზიდველობას და სტილის გრძნობას. თქვენი გამორჩეული თვისებებია მეგობრულობა და გულმოწყალება. ფულის დაგროვებასა და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძიებლად რეკომენდებულია, თოვლივით თეთრი, ვარდისფერი ან ღია ცისფერი საფულე შეარჩიოთ.
მორიელების მმართველი პლანეტა მარსია, რომელიც ამ ნიშნის წარმომადგენლებში ვნებას და რისკისკენ მიდრეკილებას აორმაგებს. მორიელების უმრავლესობა სამართლიანობისთვის მებრძოლი და ცეცხლივით სწრაფია. სიუხვის საუკეთესო ფერი მათთვის, რა თქმა უნდა, წითელია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენი საფულე ტევადი, მაგრამ კომპაქტური უნდა იყოს!
მშვილდოსანი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელსაც იუპიტერი მართავს, პოზიტივისა და ოპტიმიზმის პლანეტა. მას ცოდნისა და სიბრძნის შუქი მოაქვს. მორიელებს უყვართ სწავლა და ისიც, რომ სხვებს ასწავლონ, ცოდნა კი ოქროა, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ყვითელი, მარჯნისფერი ან ოქროსფერი საფულე უნდა შეარჩიონ.
თხის რქა გამოუსწორებელი კარიერისტია, რომელსაც პლანეტა სატურნი მართავს. ამ ნიშნის წარმომადგენლები დაჟინებით და თანმიმდევრულად მიიწევენ მიზნისკენ. თხის რქა მტკიცეა, ისევე როგორც მისი საფულის იღბლიანი ფერები: იასამნისფერი, მუქი ლურჯი, შავი.
ფრაზები, რომლებიც ფულს „აფრთხობენ“
მერწყული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნიშანია. მას უყვარს ახალი გამოცდილება, ვერ იტანს შეზღუდვებს და მშვენივრად მუშაობს ჯგუფში ან გუნდში. მას ასევე მართავს პლანეტა ურანი, თანამმართველი კი პლანეტა სატურნია და მან უნდა აირჩიოს საფულის თითქმის იგივე ფერები, როგორიც თხის რქამ: ვერცხლისფერი, მუქი ლურჯი და შავი.
თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი თევზებია, მაშინ ძლიერი ინტუიცია გაქვთ. თქვენ რბილი, ემოციური და იდუმალი პიროვნება ხართ. თქვენს ნიშანს პლანეტა იუპიტერი მართავს. გიზიდავთ საიდუმლო ცოდნა, ცოდნა კი, როგორც იცით, ოქროა. თუ გსურთ, რომ საფულემ თქვენს ცხოვრებაში ბარაქა მოიზიდოს, უპირატესობა ყვითელს, მარჯნისფერს ან ოქროსფერს მიანიჭეთ.
თამთა გურული
მსგავს თემაზე: ფინანსური ჰოროსკოპი 2024, მწვანე დრაკონის წლისთვის: ვინ გამდიდრდება და ვის შეექმნება ფინანსური პრობლემები?
კომენტარები