რჩევები

რისი გაკეთება უნდა მოვასწროთ 2024 წლის პირველ იანვრამდე

ახალი წლის დაწყება ყოველთვის ახალ შესაძლებლობებთან და იმედის გრძნობასთან ასოცირდება. ამიტომ ახალი, 2024 წლის დადგომამდე ბევრი ჩვენგანი ისახავს სხვადასხვა მიზანსა და ამოცანას.

წლის დასასრულს ყველა ჩვენგანს სხვადასხვა დონის ორომტრიალი გველოდება – ბევრი რამაა მოსასწრები: დღესასწაულისთვის მზადება, მენიუს შერჩევა საახალწლო სუფრისთვის, ნაძვის ხე და მისი მორთვა, საჩუქრების შერჩევა, ზოგიერთი საქმის დასრულება და მრავალი სხვა.

ექსპერტები გირჩევენ, შეადგინოთ საქმეების ჩამონათვალი, რომლებიც წლის ბოლოს უნდა გააკეთოთ, რათა ახალი წელი ოპტიმიზმითა და დანაშაულის გრძნობის გარეშე დაიწყოთ.

  • გაანაწილეთ პრიორიტეტები: დაიწყეთ ცხადი და ნათელი მიზნებით. ისინი გაანაწილეთ მოკლევადიან და გრძელვადიან ამოცანებად. მაგალითად, მოკლევადიანი მიზანი შეიძლება უკავშირდებოდეს ფიზიკურ ფორმას, ურთიერთობების გაუმჯობესებას ან პროფესიულ ზრდას. ხანგრძლივ მიზნებში შეიძლება შევიდეს სწავლა, კარიერული ზრდა ან წარმატების გარკვეული დონის მიღწევა.
  • შეამოწმეთ ფინანსები: ეს ძალიან კარგი სტრატეგიაა ფინანსური მდგომარეობის ანალიზისთვის. შეადგინეთ ბიუჯეტი, რათა გააკონტროლოთ ხარჯები და დანაზოგი, დაგეგმეთ გარკვეული თანხის გადადება სამომავლოდ, უარი თქვით უაზრო ხარჯებზე.
  • შეაფასეთ უკვე მიღწეული: სანამ წინ წახვალთ, კარგი იქნება, თუ შეხედავთ იმას, რასაც უკვე მიაღწიეთ. შეაფასეთ თქვენი წარმატებები და მარცხი. ასეთი ტაქტიკა ღირებულ გაკვეთილს მოგცემთ – გამარჯვებისთვისაც და წაგებისთვისაც.
  • მოიფიქრეთ მომავალი წლის მოქმედებების გეგმა: რატომ უნდა დაელოდოთ ახალი წლის დადგომას, რომ მოქმედებების ახალი გეგმა დაიწყოთ? ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ გეგმის შემუშავება – რას გინდათ მიაღწიოთ მომავალ წელს. კარგი იდეაა შეადგინოთ ამოცანების სია და ისინი თვეებზე ან კვირებზე გაანაწილოთ.
  • იზრუნეთ ჯანმრთელობაზე: ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ეს შეიძლება იყოს ჯანსაღად კვების, რეგულარული ფიზიკური სავარჯიშოების, მედიტაციის ან სხვა ქმედებების დაწყება.
  • დრო დაუთმეთ ახლობლებსა და ურთიერთობებს: მნიშვნელოვანია, შეაფასოთ ახლობელი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში. გაატარეთ დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, აჩვენეთ მათ თქვენი სიყვარული, ზრუნვა. სასარგებლო იქნება მათთან ერთად უბრალო ცხოვრებისეული მომენტებით ტკბობა.
  • დაისვენეთ, მოდუნდით: არ დაივიწყოთ დასვენებისა და ენერგიის აღდგენისთვის დროის გამოყოფა. დატკბით ახლობლებთან ერთად დღესასწაულით, წაიკითხეთ წიგნი ან საყვარელ ფილმს უყურეთ… გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს თავისი მიზანი და სურვილი, ამიტომ თითოეულმა ახალი წლის წინ უნდა განსაზღვროს, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
  • გაათავისუფლეთ სივრცე და მოაწესრიგეთ თქვენი ცხოვრება: გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. წესრიგი თქვენს განწყობაზეც დადებითად აისახება და ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.
  • ისწავლეთ ახალი: განვითარება არასდროს არის გვიანი – გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ. შესაძლებლობები უსაზღვროა და ცვლილებების დასაწყებად კარგი დრო – ახლა და აქაა.
  • იზრუნეთ თქვენს ოცნებებზე: ყურადღება მიაქციეთ თქვენს ოცნებებს, ჩამოწერეთ, რის გაკეთება და ცდა გინდათ, შეადგინეთ მოქმედების გეგმა და იმოქმედეთ.
  • არ დაივიწყოთ ქველმოქმედება: ახალი წლის დაწყებამდე დათესეთ სიკეთე. გაარკვიეთ,. როგორ შეიძლება დაეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს – არაა აუცილებელი, ეს ფული იყოს. არის ბევრი ნივთი, რომლებიც თქვენთვის უკვე უსარგებლოა, მაგრამ სხვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
  • იზეიმეთ პატარ-პატარა გამარჯვებები: გზაზე მცირე წარმატებაც კი უნდა გახარებდეთ. ეს მოტივაციის შენარჩუნებასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ, რომ უფრო მაღალი მიზნებისკენ გაუდგეთ გზას.

ბოლოს და ბოლოს, მთავარი არაა, მოასწრებთ ახალ წლამდე რამეს თუ არა – მთავარია იცოდეთ, რომ ისახავთ მიზანს და მის მიღწევაზე მუშაობთ. ახალი წელი – ეს ზრდისა და განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების დროა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close