ვიდეომსოფლიო

ისლანდიაში ვულკანის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა ბოლო წლების განმავლობაში (ვიდეო)

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა. ახლომდებარე ქალაქ გრინდავიკიდან ევაკუირებულია 4 000-მდე ადამიანი. დროებით დაიხურა ამ რაიონში მდებარე გეოთერმული წყლების კურორტი.

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ვულკანი ქალაქ გრინდავიკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით სამ კილომეტრში ამოიფრქვა 18 დეკემბერს ღამით, ადგილობრივი დროით 22:17 საათზე. მას წინ უძღოდა მიწისძვრა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ბოლო წლებში ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა. ისლანდიის მეტეოსამსახურის ცნობით, ვულკანის ნაპრალი დაახლოებით 3,5 კილომეტრია, ლავის დინების სიჩქარე – წამში 100-200მ³.

1400-ზე მეტი მიწისძვრა 48 საათის განმავლობაში – ისლანდიაში ვულკანის დამანგრეველ ამოფრქვევას ელიან (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close