ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

1400-ზე მეტი მიწისძვრა 48 საათის განმავლობაში – ისლანდიაში ვულკანის დამანგრეველ ამოფრქვევას ელიან (ვიდეო)

ისლანდიაში მასშტაბურ ვულკანურ ამოფრქვევას ელიან, ქვეყანაში გასული 48 საათის განმავლობაში 1400-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. ქალაქ გრინდავიკში გაჩენილი ბზარების გამო გზები დაიკეტა. პარასკევს მოსახლეობა ქალაქიდან გაიყვანეს. ექსპერტები ეჭვობენ, რომ მაგმა უკვე გაჟღენთილია ქალაქის ქვეშ და შიშობენ, რომ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ის იგი სრულად განადგურდება.

ისლანდიაში მასშტაბური ვულკანური ამოფრქვევისთვის ემზადებიან. ეს მოვლენა შესაძლოა რამდენიმე საათში ან დღეში მოხდეს. მიწისძვრებმა უკვე დააზიანა გრინდავიკის პორტი. მთავრობის გადაწყვეტილებით,  გასულ უქმეებზე დასახლებაში,  სადაც უკვე გაჩნდა ბზარები, გზები დაიკეტა. მოსახლეობა მომავალზე ღელავს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  უმძიმესი სიტუაციაა, თუმცა ცდილობენ, სიმშვიდე შეინარჩუნონ. მათთვის ყველაზე მძიმედ ასატანი გაურკვევლობაა, რადგან არ იციან, რა ელით მომავალში.

გრინდავიკში მცხოვრებმა პოლონელმა მათეუშ დროშკოვსკიმ სახლი აქ გასულ წელს შეიძინა. მან ყველაფერი აქ ჩადო, პოლონეთში სახლიც კი გაყიდა. მათეუშს  ახალი ცხოვრების დაწყება სურდა. ახლა კი გაურკვეველ მდგომარეობაშია. დიდი იპოთეკური სესხი აქვს და არც ის იცის, დაეხმარებიან თუ არა ბანკები ან სადაზღვევო კომპანიები რაიმე სახით.

სამხრეთ ისლანდიის ვულკანოლოგიისა და ბუნებრივი საფრთხის ჯგუფის ექსპერტები ეჭვობენ, რომ მაგმა უკვე გაჟღენთილია ქალაქის ქვეშ და შიშობენ, რომ იგი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ქალაქი მთლიანად განადგურდება. პარასკევს უკვე გაიყვანეს მოსახლეობა გრინდავიკიდან. ვარაუდობენ, რომ  ეს შეიძლება ყველაზე დამანგრეველი ვულკანური ამოფრქვევა იყოს, რაც კი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მომხდარა.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close