მსოფლიოსაზოგადოება

პაპმა ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვა დაუშვა, თუმცა დოქტრინა არ შეუცვლია

წმინდა საყდრის მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში, რომელსაც პაპი ფრანცისკე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვა, თუ ეს არ იქნება რეგულარული საეკლესიო რიტუალის ან ლიტურგიის ნაწილი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

რწმენის მოძღვრების კონგრეგაციის მიერ გამოქვეყნებულ  დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ  რომ ჯვრისწერის შესახებ დოქტრინა უცვლელია, ხოლო დალოცვა არ ნიშნავს და არ აღნიშნავს ერთნაირსქესიან წყვილთა შეკავშირებას ან ამ კავშირის აღიარებას.

ვატიკანის გადაწყვეტილებას ე.წ სამოძღვრო მიზნები აქვს, რომელიც არ ცვლის დოქტრინას ჰომოსექსუალური აქტების ცოდვილობის შესახებ.

ვატიკანის დოქტრინული სამსახურის დოკუმენტში, რომლითაც, ფაქტობრივად, გაუქმდა იმავე ორგანოს მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული დეკლარაცია, ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ღმერთი ყველას მიესალმება. დოკუმენტის თანახმად, თავად მღვდელმა უნდა გადაწყვიტოს, კონკრეტულ შემთხვევაში დალოცავს თუ არა ერთნაირსქესიან წყვილებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close