ვიდეოსაზოგადოებაარტისტისპორტი

ორი ლეგენდა ერთ კადრში – ნონა გაფრინდაშვილის და ნანი ბრეგვაძის სურვილი (ვიდეო)

ნონა გაფრინდაშვილს და ნანი ბრეგვაძეს არც ტიტულები აკლიათ და არც რეგალიები, არც ქება-დიდება და დაფასება-აღიარება. და მაინც, რატომ გვიყვარს ასე და გვეამაყება ეს ორი ქალბატონი?

არა მარტო იმიტომ, რომ ბევრი დათესეს და ბევრიც მოიმკეს თავის სფეროში და უკვე ათწლეულებია, პირველები და შეუცვლელები არიან, არამედ იმიტომაც, რომ მათზე შეიძლება სწორება – იცი, რომ არასდროს, არანაირ ვითარებაში უკადრისს არაფერს იკადრებენ.

ეს ორი ლეგენდა – კვლავაც სათნო, კეთილშობილი, მუდამ მოღიმარი, თავაზიანი, უბოროტო და იმედიანი – ულევი ქართული სიმდიდრეა; დიდების მიუხედავად არ გამოიკეტნენ „ოქროს გალიებში“ და ვარსკვლავური სენით არ დაავადდნენ.

სცენის დედოფალი ნანი ბრეგვაძე და ჭადრაკის დედოფალი ნონა გაფრინდაშვილი კითხვაზე პასუხს არ გვამადლიან, ოღონდ მომსმენმა გაიგონოს და დაუჯეროს – მაშინ ხომ ჩვენი საქართველოც უკეთესი გახდება!

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close