ტექნოლოგიებიიტალიაპოლიტიკა

იტალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც დაცული იქნება სინთეზური საკვებისაგან – ქვეყანაში „ლაბორატორიული ხორცი“ აიკრძალება

იტალიელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც კრძალავს ლაბორატორიულად მიღებული ხორცისა და ცხოველთა საკვების წარმოებას, რეალიზაციას ან იმპორტს. ხელისუფლების განცხადებით, კანონი იტალიური ტრადიციის დასაცავად მიიღეს.

„იტალია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც დაცულია სინთეზური საკვების სოციალური და ეკონომიკური რისკებისგან“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

პარლამენტში კენჭისყრის პარალელურად იმართებოდა კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები, ასევე იჩხუბეს დეპუტატებმა და ფერმერებმა. ფერმერები და კონსერვატორები კანონის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებას „ანტიიტალიურს“ უწოდებდნენ, მოწინააღმდეგეები კი მხარდამჭერთა არგუმენტებს – „ანტიმეცნიერულს“.

ევროკავშირს ჯერ არ მიუღია „ლაბორატორიული ხორცის“ შესახებ კანონი. თუ კანონს მიიღებენ და „ხელოვნური“ ხორცის გამოყენება ნებადართული გახდება, როგორც შეერთებულ შტატებსა და სინგაპურში, მაშინ იტალიის მიერ მიღებული კანონი შესაძლოა ევროკომისიამ გაასაჩივროს

კანონი უარყოფითად შეაფასა ღეროვანი უჯრედების მკვლევარმა და იტალიის სენატის უვადო წევრმა, პროფესორმა ელენა კატანეომ, რომლის თქმითაც კანონის მომხრეებმა თავიანთი პოზიციის დასაცავად ინფანტილური და პოპულისტური „საშინელებათა ისტორიები“ გამოიყენეს. კანონი ასევე მწვავედ გააკრიტიკეს ცხოველთა უფლებებისა და გარემოს დამცველებმა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close