ჯანმრთელობარჩევები

მოემზადეთ ძლიერი მაგნიტური ქარიშხლებისთვის: კალენდარი 12 დეკემბრიდან პირველ იანვრამდე

ზამთრობით მაგნიტური ქარიშხლები უფრო ხშირია, წელიწადის ამ დროს ღამეები გრძელი ხდება, იქმნება განსაკუთრებული ატმოსფერული მდგომარეობა, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის უფრო სტაბილური და ხანგრძლივი მაგნიტური აღშფოთებების წარმოქმნისთვის, აცხადებენ მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის სპეციალისტები.

მათი თქმით, ზამთარში დედამიწის მაგნიტოსფერო უფრო მგრძნობიარეა მზის ქარის მიმართ, რაც K-Index-ის გაზრდასა და შესაბამისად, მაგნიტური ქრიშხლების გახშირებას იწვევს.

გამონაკლისი არც წლევანდელი დეკემბერია. მიმდინარე თვეში რამდენიმე ძლიერი მაგნიტური აღშფოთება და ქარიშხალია მოსალოდნელი.

12 დეკემბერი – მოსალოდნელია 4-ბალიანი აღშფოთება, რომლის სიმძლავრეც მოდევნო დღეებში ორ ბალამდე დაიწევს;
18-19 დეკემბერი – დედამიწას 5-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი დაფარავს;
22 დეკემბერი – კვლავ 5-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი;
23 დეკემბერი – ქარიშხალი 4-ბალიან მაგნიტურ აღშფოთებამდე დაიწევს;
31 დეკემბერი – წლის ბოლო დღეს დედამიწას 5-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი დაფარავს;
1 იანვარი – ახალი წლის პირველი დღე ასევე 5-ბალიანი მაგნიტური ქარიშხლით აღინიშნება.

რა არის მაგნიტური ქარიშხალი?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწამდე ერთ დღე-ღამეში აღწევენ და მის მაგნიტურ ველს ცვლიან. რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.

მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.

გარდა ამისა, მაგნიტური ქარიშხალი გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

განსაკუთრებული გაფრთხილება

ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციონალური მოშლა.

ამასთან, ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.

ამ დროს ბავშვს სჭირდება მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება გახდეს ძალიან აღგზნებული, მოეშალოს ყურადღება, გახდეს აგრესიული, გაუჭირდეს საშინაო დავალების შესრულება.

თუ ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენენ, ანუ ვერ გაუგებენ მას, ბავშვის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

  • დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე დაწექით – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ორგანიზმს აღდგენაში ეხმარება და ნორმაში მოყავს სისხლის წნევა;
  • გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

sputnik-georgia.com

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს მზეზე უზარმაზარი მუქი ხვრელი გაჩნდა, რომელიც კოსმოსურ ქარს აფრქვევს (ვიდეო). თავდაპირველად სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ მზეზე გიგანტური კორონალური ხვრელის გაჩენა ჩვენს პლანეტაზე ზომიერ გეომაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევდა, თუმცა კოსმოსური ქარი ნაკლები ინტენსივობის გამოდგა. ამის მიუხედავად მას მაღალ განედებზე პოლარული ნათებები ახლდა.

მზეზე უზარმაზარი მუქი ხვრელი გაჩნდა, რომელიც კოსმოსურ ქარს აფრქვევს (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close