ვიდეოკრიმინალისაქართველო

იტა­ლი­ი­დან დაბრუნებული ემიგრანტი ქალი ამტკიცებს, რომ ოზურგეთში 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მძევ­ლად ჰყავ­დათ აყ­ვა­ნი­ლი და აუპატიურებდნენ (ვიდეო)

ვინ არის ქართველი ცნობილი „ტიკ-ტოკერი“, რომელიც პოლიციამ გაუპატიურების ბრალდებით დააკავა

40 წლის ქალი „შაბათის ეთერში“ გამაოგნებელ ისტორიას ჰყვება – ამბობს, რომ ოზურგეთში მძევლად აიყვანეს და ორი კვირის განმავლობაში სასტიკად აწამეს.

„მაუპატიურებდა, მცემდა, შვილების გაუპატიურებით მემუქრებოდა“ – ჰყვება ახალგაზრდა ქალი „შაბათის ეთერში“ და ხელს ცნობილ „ტიკტოკერს“ ხვიჩა საპანაძეს, იგივე „სონის“ ადებს.

ძალადობის მსხვერპლი ქალის თქმით, თავისი შემოსვლის ნაწილს ხვიჩა საპანაძეს თვეების განმავლობაში ურიცხავდა და კაცი არწმუნებდა, რომ როგორც კი მისი ემიგრანტობა დასრულდებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, იქორწინებდნენ. პირველ ნოემბერს ემიგრანტი ქალი იტალიიდან სამშობლოში დაბრუნდა და „ტიკტოკერ“ ხვიჩა საპანაძეს ოზურგეთში ჩააკითხა.

როგორც იგი ამბობს, სავარაუდო დამნაშავის სახლში 14 უმძიმესი დღეს გაატარა, მისი გათავისუფლება კი საპანაძემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახმა გაუჩინარებული ქალის  ძებნა დაიწყო.

საბოლოოდ, ცნობილი „ტიკტოკერი“პოლიციამ გაუპატიურების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და ცემის ბრალდებით დააკავა. მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოლიციის ალყაში ხვიჩა საპანაძის იგივე „სონის“ სახლი მას შემდეგ მოექცა, რაც მისმა მეგობარმა ქალმა ჯერ „შაბათის  ეთერს“ მისცა სკანდალური ინტერვიუ, შემდეგ კი პოლიციაში მივიდა და ჩვენება მისცა, როგორც დაზარალებულმა.

ინტერვიუ მძევალთან, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ კლავდნენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close