ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ტურისტებზე თავდასხმა ჩაქუჩით და დანით პარიზში, ეიფელის კოშკთან: დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი (ვიდეო)

პარიზის ცენტრში, გრენელის სანაპიროს სექტორში, ეიფელის კოშკთან დანით და ჩაქუჩით შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. 

„ლე პარიზიენის“ ცნობით, შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა  ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:00 საათზე. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია ფილიპინური წარმოშობის 23 წლის მამაკაცი, რომელსაც თავდამსხმელმა ორჯერ ჩაარტყა ჩაქუჩი და დანით 4 ჭრილობა მიაყენა. მისი თანმხლები 2 მამაკაცი შოკშია, მათ ჯანმრთელობაზე ექიმები ზრუნავენ. სავარაუდო მკვლელი Armand Rajabpour-Miyandoab კვირა დილით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თავდასხმისას ყვიროდა „ალაჰ აკბარ!“

ეჭვმიტანილი 2016 წელსაც იყო დაკავებული და ციხეში იჯდა. იგი ტერორისტული ხასიათის ქმედებისთვის გაასამართლეს.  Armand R.-M. ციხიდან 2020 წელს გამოვიდა.

ახალგაზრდა კაცზე ფსიქიატრიული მეთვალყურეობა, რომელიც ფსიქიკური აშლილობებით იტანჯება, მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა და მას შემდეგ იგი „სპეცსამსახურებმა აიყვანეს მეთვალყურეობის ქვეშ“. ოქტომბერში დედამისმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია, რადგან მისი შვილი „თავის თავში ჩაიკეტა.

„საფრანგეთი მუდმივად იმყოფება ისლამისტური ტერორისტული საფრთხის გავლენის ქვეშ“, – განაცხადა შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა TF1-ის ეთერში საღამოს 8 საათზე. მისივე თქმით, „ყველა საკითხი კარგია საფრანგეთის დასაცავად“.

Armand R.-M. საფრანგეთშის მოქალაქეა, საფრანგეთში 1997 წელს არის დაბადებული. „იგი გაბრაზებული იყო იმაზე, რაც ღაზაში ხდება და ამბობდა, რომ საფრანგეთი ისრაელის ქმედებების თანამონაწილეა“, – განაცხადა ჟერალდ დარმანენმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close