ხელოვნებასაქართველო

„ბავშვებო! ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ, მაშინ დამარცხდებით! თქვენ ღირსეულად წარდექით მთელი ევროპის წინაშე და სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ!“ – „რანინელი“ „რანინელებს“ ამხნევებს

საბავშვო ევროვიზია 2023-ის ქართველი მონაწილეები – ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი ეროვნული ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით მე-14 ადგილზე გავიდნენ.

გამოსვლის შემდეგ მონაწილეებმა პირველი კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთეს:

ოთო ბაზერაშვილი:  

„ვიცით, რომ ძალიან ბევრი ხმა შემოვიდა. ბევრჯერ დავდგები და გეტყვით, რომ ძალიან დიდი მადლობა-მეთქი, თქვენგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით“.

ანასტასია ვასაძე:

„შეგვატყობინეს, რომ ძალიან ბევრი ხმა შემოვიდა. გვიხარია, რომ ასე გვგულშემატკივრობდით და ასეთ თბილ სიტყვებს გვიწერთ. ცოტა გული გვწყდება, მაგრამ ქართველი ხალხის მადლიერი ვართ და კმაყოფილი, რადგან ასე გვგულშემატკივრობდით. ამ სცენაზე დგომა უკვე წარმატებაა, რადგან ჩვენ წარვადგინეთ და ვასახელეთ ჩვენი ქვეყანა“.

„რანინელი“ ვაჩე ღვინიაშვილი საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს მიმართავს და წერს, რომ ისინი უკვე გამარჯვებულები არიან, რადგან ღირსეულად წარდგნენ ევროპის წინაშე.

„ბავშვებო! ახლა თუ ცხვირს ჩამოუშვებთ, მაშინ დამარცხდებით! თქვენ გვასახელეთ, ღირსეულად წარდექით მთელი ევროპის წინაშე და სიამაყის ჟინი გაგვიღვიძეთ! თქვენ გამარჯვებულები ხართ! გვეამაყებით! საქართველოს გაუმარჯოს💗🇬🇪 Nikoloz Kharati, Anastasia Vasadze, Oto Bazerashvili 💗“, – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.

კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ვაჩეს პათოსს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ეფერებიან ბავშვებს და ამხნევებენ. „თქვენ საქართველოს უყვარხართ დაიმახსოვრეთ – ეს ყველაზე და ყველაფერზე მეტია, ეს დიდი სიყვარულია, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ… მომავალი წინაა, გული არ გაიტეხოთ, მიჰყევით თქვენ არჩეულ გზას… საუკეთესონი ხართ“, – სწერენ კონკურსანტებს.

ერთ-ერთი გულშემატკივრის აზრით, „ბევრი მიკერძოებაა და უსამართლობა ცხოვრებაში, ცუდია, რომ ლამაზი ბავშვობა ასეთი ლაქით შეიბღალა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით მათი ღირებულება“.

კონკრეტულად რას გულისხმობს ეს მომხმარებელი, ძნელი სათქმელია, თუმცა მიკერძოება და უსამართლობა მართლაც იწვნიეს ჩვენმა კონკურსანტებმა – მათ უკრაინისგან 0 ქულა მიიღეს.

პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე „საბავშვო ევროვიზიის“ შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ქართველმა ბავშვებმა უკრაინისგან 0 ქულა მიიღეს. ამ 0 ქულას იგი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიაწერს და არ სჯერა, რომ „უკრაინელებში, ამხელა ერში არ აღმოჩნდა არცერთი მადლიერი, რომ ქართველი ბავშვებისათვის თუნდაც ერთი ხმა მიეცა“.

ამავე თემაზე:

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ისევ საფრანგეთი გახდა, ზედიზედ მეორედ, მთლიანობაში კი – მესამედ (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close