საზოგადოებაჯანმრთელობა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება – იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა გაიკეთონ მთელი საქართველოს მასშტაბით.

პირველ ეტაპზე უფასო ვაქცინაცია იმ კატეგორიის ადამიანებს ჩაუტარდათ, რომელთაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ. პროგრამა გაფართოვდა და სეზონური გრიპის წინააღმდეგ უფასოდ აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც მიეცათ, რომლებიც რისკ ჯგუფებში არ შედიან.

ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაც მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close