სურამელმა ნუცა გრიგალაშვილმა საერთაშორისო საბავშვო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა
სულ ახლახან ანტალიაში დასრულდა საბავშვო სილამაზის კონკურსი GOLDEN STAR KIDS INTERNATIONAL 2023, რომელშიც სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ ნუცა გრიგალაშვილმა გაიმარჯვა – გოგონამ Best Model intercontinental-ის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში 35 ქვეყანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ნუცა 13 წლისაა და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის საკმაო გამოცდილება აქვს. იგი არაერთი პრიზის მფლობელია, არის შრომისმოყვარე, მიზანდასახული ბავშვი. სამოდელო კარიერის პარალელურად სწავლის პროცესსაც არ ტოვებს უყურადღებოდ და ახერხებს, საუკეთესო მოსწავლის სტატუსი შეინარჩუნოს.
„ჩემმა ნუცამ გაიმარჯვა, ასახელა საქართველო, ნახეთ, ხელში აღარ გვეტევა, „ხალხის რჩეული“, „გრანპრი“, „ინტერკონტინენტალი“… ყველაფერი, თუ რაიმე არსებობს, ყველა გვირგვინი მოიპოვა. არავის მიუღია ამდენი დიპლომი და ამდენი გვირგვინი“, – ამბობს სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელი ეკატერინე მგალობლიშვილი პირდაპირ ჩართვაში კონკურსის დასრულების შემდეგ.
epilogi.ge
კომენტარები