იტალიაკრიმინალი

იტალიაში მამაკაცმა ცოლი ბალიშით გაგუდა, „რათა მისი ტანჯვისთვის ბოლო მოეღო“ და 6 წელი მიუსაჯეს

2021 წელის 14 აპრილს 73 წლის ფრანკო ჩონიმ კარაბინერებს დაურეკა და შეატყობინა, რომ თავისი 68 წლის ცოლი, ლაურა ამიდეი მოკლა. მისი მტკიცებით, ასე იმიტომ მოიქცა, რომ საყვარელი ადამიანი ტანჯვისგან გაეთავისუფლებინა და ეს სიყვარულით მოტივირებული დანაშაული იყო. 67 წლის ქალი წლების განმავლობაში უკურნებელი მძიმე სენით იტანჯებოდა და საწოლს იყო მიჯაჭვული.

მოსამართლემ დანაშაულის აღიარება და მოტივი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო, გაითვალისწინა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები (მაგ., ის, რომ ქალს მკვლელობის მომენტში ეძინა, , ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილი მალე დადგა და არ უტანჯია) და ფრანკო ჩონის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მკვლელობა 2021 წლის 13 აპრილს მოხდა ვინიოლაში (მოდენის პროვინცია, ემილია-რომანიის რეგიონი). მას შემდეგ, რაც დანაშაული თავადვე აღიარა, 73 წლის მამაკაცი დააკავეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს. მან მომდევნო სასამართლო მოსმენების დროსაც გაიმეორა, რომ თავისი ცოლი მოკლა, რათა მისი ტანჯვისთვის მოეღო ბოლო და რომ ეს მისი ცოლის სურვილიც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქალს არასდროს უთქვამს ამის შესახებ.

გასული წლის სექტემბერში გამართულ ბოლო სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ასევე მოითხოვა მამაკაცისთვის მინიმალური სასჯელის დაკისრება, მაგრამ ვინაიდან ეს იყო მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით (წინასწარ განზრახვით) და მინიჭებული ჰქონდა წითელი კოდი, ზოგადი შემამსუბუქებელი გარემოებები დამამძიმებელ გარემოებებს ვერ ფარავდა.

გასული წლის 30 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ  მსგავს საქმეზე გამოთქვა აზრი და, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა იმას, რასაც ფრანკო ჩონის ადვოკატი სიმონე ბონფანტე ყოველთვის ამტკიცებდა: რომ ზოგადი შემამსუბუქებელი გარემოებების უპირატესობის აკრძალვა დამამძიმებელ გარემოებებზე ამ შემთხვევაში არაკონსტიტუციური იყო.

უზენაესი სასამართლოს პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომელსაც გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა ვინიოლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, 9 ნოემბერს გამოთქვა თავისი მოსაზრება და აღიარა ყველა შემამსუბუქებელი გარემოება, რომელსაც 73 წლის მამაკაცის დაცვის მხარე ითხოვდა. დამამძიმებელ გარემოებებზე შემამსუბუქებელი გარემოებების უპირატესობის აღიარებით, სასამართლომ ფრანკო ჩონის 6 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close