ამინდისაქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14-15 ნოემბერს – მეტეოროლოგიური პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება.

საქართველოს დედაქალაქ თბილისში 14-15 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14 ნოემბერს გაწვიმდება, ქარიც გაძლიერდება, 15 ნოემბერს კი, ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია ნავარაუდევი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 14 ნოემბერს გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი, ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 14 ნოემბერს გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 14 ნოემბერს გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი დღისით +9, +11 გრადუსამდე გათბება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 14 ნოემბერს დღისით ზოგან შესაძლოა, იწვიმოს, 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი დღისით +14, +16 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 14 ნოემბერს დღისით ზოგან გაწვიმდება, 15 ნოემბერს კი, ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზი მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close